"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება

პოლიტიკა 1720697313

სააკაშვილი

"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება  - ამნისტრიებული მუხლებიდან ამოიღეს ის, რითიც სასჯელს მესამე პრეზიდენტი იხდის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ "მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს"

ჯერ ზედა მასშტაბურ დანაშაულებზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენებს გავყვეთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული სისხლის სამართლის დამნაშავე. იმ პირებს და იმ მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც აქვთ გაფლანგული 9 მილიონი ლარი, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, ესეთ მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს", - ამბობს იონათამიშვილი.
 
საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ - 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

რამდენიმე დღის წინ "პირველები" ყვებოდა, რომ ამნისტია მასშტაბური იქნებოდა და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხებოდა.

მაშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს.

რაც შეეხება, შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული - ამაზე მდინარაძემ თქვა, რომ "გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის".

ოპოზიციის თქმით, კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბრძოლო მასალა
სუს-მა მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ "კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და სა...

კრიმინალი 1748098143

ქოცები იტალიაა
„ქოცების“ სია, ვის დასანქცირებასაც იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები სთხოვენ

ცნობილია სია, ვის დასანქცირებას სთხოვენ იტალიის სენატს პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები - რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ - Più Europa, Italia Viva, Partito Democratico, Azi...

პოლიტიკა 1748097830

26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი
 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი ხალხს მიმართავს

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ოფისში მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის დასრულების შემდეგ 26 მაისის დღისადმი შექმნილ...

პოლიტიკა 1748097543

გეგელიას თავს დაესხნენ
„ამ ლაჩარ, მხდალ კაცს არაფერი გამოუვიდა“ - გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ

ძლიერი საქართველოს" წევრს, გრიგოლ გეგელიას თავს დაესხნენ - ინფორმაციას "მთავარს" პარტიის პრესსამსახურში უდასტურებენ: "მშობლების სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა....

პოლიტიკა 1748097331

მკვლელობის კულტი
ნეონაცისტური „მკვლელობის კულტის“ ქართველი მეთაური მოლდოვიდან აშშ-ში გადაიყვანეს

 მოლდოვიდან აშშ-ში აღმოსავლეთ ევროპული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერის მიხეილ ჩხიკვიშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. 21 წლის, წარმოშობით ქართველი ჩხიკვიშვილი გას...

კრიმინალი 1748085059

მეტრეველი
„როცა უნდა და სადაც უნდა „ქართული ოცნება“ იქ ყიდულობს ოპოზციონერებს და ასეთი ოპოზციის პირობებში, რისი იმედი გაქვთ?“ - მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველი: ესე იგი, პარლამენტში ადრე ხმები დაჭირდა „ქართულ ოცნებას“ მოსამრთლეების ასარჩევად და ნაცებიდან მარტივად გადაიბრია ოთხი კაცი, ახლა თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმს ვე...

სოცმედია 1748084759