„ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“ - დანიგანი
პოლიტიკა • 1751814677
ეს იყო მუქარის შემცველი წერილი, შეურაცხმყოფელი და უკიდურესად ცუდად მიღებული ვაშინგტონში - ამის შესახებ აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, სადაც ელჩი „ქართული ოცნების“ მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ საუბრობს.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში...... ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის... ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა...“ - ამბობს აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











