პოლიტიკა • 1725536306
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" ტყუილის გავრცელებაში ამხელს - საუბარია მმართველი პარტიის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მმართველი პარტიის წევრის გარდაცვალებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
"თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა"- თქვა რამდენიმე წუთის წინ ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობა“ tvpirveli.ge-სთან ხაზგასმით აცხადებს, რომ კაცი, ვისაც გივი მიქანაძემ დღეს ხელი დაადო, პარტიის წევრი არ არის.
ლევან ხაბეიშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, მმართველი პარტიის საქციელს კი "მდარე სამარცხვინო საქციელი" უწოდა:
ხაბეიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში თუ ვინმე თესავს სიძულვილსა და ბოროტებას, ივანიშვილია.
პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება - ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათი პარტიის წევრი პოლიტიკური ნიშნით დაწყებული კამათის შედეგად გარდაიცვალა.
გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ წყალტუბოში ერმილე გიგიაძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც "ენმ-ის წარმომადგენელი "ოცნების" ოფისში მივარდა, გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ნერვიულობის ფონზე ადგილზევე გარდაიცვალა".
„ბოდიში?! რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის?! ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?! ტყვედ ჩავარდნილი ბიჭების წამე...
პოლიტიკა • 1726402101
ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს ქამრის მოპოვებას ულოცავს. „გილოცავ ძმაო“, – წერს ბერა სოციალურ ქსელში. მერაბ დვალიშვილმა შო...
სოცმედია • 1726400912
მე ვარ ეთნიკურად ოსი, თუმცა ვთვლი, რომ ქართველებს არანაირი ბოდიში არ აქვთ მოსახდელი ოსების წინაშე. პირიქით, ოსებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე. კარგად გაიაზრონ...
პოლიტიკა • 1726400750
„ბოდიში შმაგი. ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის... ალბათ არ ღირდა... 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად თავშეწირული ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძე... გული მტ...
პოლიტიკა • 1726398773
ალეკო ელისაშვილი სოცქსელში წერს: მურვან ყრუს, ჯალალ ედ დინს, თემურ ლენგს და აბას შაჰს როდის მოუხდის ბოდიშებს ბატონი ბიძინა? ძაან ვაწვალეთ ეგენიც, რაც ძალი და ღონე იყო ვეომეთ და ვერ მოგვივიდა მაგათთან...
პოლიტიკა • 1726398166
ოლიგარქის მიერ გორში გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველო აგვისტოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, საქართველოს მესამე პრეზ...
პოლიტიკა • 1726397937
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი