"ოცნების" შემომწირველებს შორის კვლავ არიან მრავალმილიონიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები - TI-ს საინფორმაციო ბიულეტენი

პოლიტიკა 1722595324

სერგო ხაბულიანი

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პოლიტიკური პარტიების მიერ 2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით მიღებულ შემოწირულებებზე საინფორმაციო ბიულეტენს აქვეყნებს.

 

ორგანიზაცია ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად 2024 წლის მე-2 კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა - 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარის შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება (1,224,111₾).

პარტიული შემოწირულებების 50% "ქართულმა ოცნებამ" მიიღო -  961,176 ლარი, მეორე ადგილზეა "ლელო" 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე - "ნაციონალური მოძრაობა" 302,682 ლარით.

 

TI-ის ცნობით, შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით "ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი), 55 შემოწირულება მიიღო პარტიამ "შეცვალე საქართველო" (35 დონორი), ხოლო 32 შემოწირულება "ქართულმა ოცნებამ" მიიღო (31 დონორი).

"პარტია "შეცვალე საქართველო" 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო" - აღნიშნავს ორგზანიზაცია.
ორგანიზაცია აქვეყნებს "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" შემომწირველთა მიმოხილვას:

 

2024 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით "ქართულ ოცნებას" 31-მა დონორმა ჯამში 961,176 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ 2.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული.

31 შემომწირველთან დაკავშირებული ორი კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში ტენდერები მოიგო. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 81 მილიონი ლარი იყო (სულ ამ კომპანიებს 2013 წლიდან 294 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. დეტალურად იხილეთ ცხრილ 1-ში).

პარტიამ "ხალხის ძალა" პირველად მიიღო შემოწირულება. მას ორმა პირმა ჯამურად 96,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.

უფრო კონკრეტულად:

 

სერგო ხაბულიანმა 4 აპრილს 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. მას მარტშიც ჰქონდა მმართველი პარტიისთვის 40,000 ლარი შეწირული და ამიტომ მასზე გასულ კვარტალურ ბიულეტენშიც ვწერდით. ბიულეტენის გამოქვეყნების შემდეგ მისმა კომპანიამ „ცეკური“ კიდევ ორი ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 14.8 მილიონი ლარი; ხოლო, წლის დასაწყისიდან კომპანიას 79 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. 2013 წლიდან ამ კომპანიას 294 მილიონ ლარამდე ოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. 2018 წლიდან სერგო ხაბულიანმა, მისმა მეუღლემ ლელა მეშველიანმა, შვილებმა ბექა და ირაკლი ხაბულიანებმა და მისმა კომპანია „ცეკურმა” „ქართული ოცნებას“ 448,000 ლარი შესწირეს.

ვიქტორ ჯაფარიძემ პარტია „ხალხის ძალას“ აპრილში და მაისში 38,000 ლარი შესწირა. ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „სეტი+“-მა წლის დასაწყისიდან 16 გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 138,514 ლარი იყო.

ლევან ნეკრესელშვილმა და ვაჟა ციგროშვილმა ერთსა და იმავე დღეს ჯამურად 64,000 ლარი შესწირეს პარტიას (მათ სულ 434,000 ლარი აქვთ შეწირული მმართველი პარტიისთვის); ხოლო, მათთან დაკავშირებულ კომპანიებს შპს „შატო ნეკრესს“, რკ „ნეკრესელს“ და შპს „მარნისკარს“ 2021-2022 წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 1,544,783 ლარი აქვთ მიღებული.

მიხეილ ბუზალაძემ 20,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ის ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს „რთველისის“ დირექტორია, რომელმაც 2021-2023 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიას 2022 და 2023 წლებში, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 408,000 ლარი აქვს მიღებული.

ბადრი ალფაიძემ მაისში 30,000 შესწირა „ქართულ ოცნებას“. მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს „ბიო ბერი ჯორჯია" (ალფაიძე მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელია) 2023 წლის დეკემბერში 56 ათასი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიამ იმავე წლის ივლისში, პრივატიზაციის გზით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ მაღლაკში 106,959 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღო საკუთრებაში.

ელგუჯა მუჭაურმა 22 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი შესწირა. მუჭაურთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს “ე.ი.ლ.ჯ” 2024 წლის 23 თებერვალს, შემოწირულების განხორციელებამდე ორი თვით ადრე, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ლიახვის ქვიშა-ხრეშის, 5 წლით, 95,400 მ3-ის ოდენობით მოპოვების ლიცენზია მიიღო.

 

ადელაიდა ნანიკაშვილმა 4 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, 23 აპრილს კი მთავრობის განკარგულებით მის კომპანიას, შპს „აიემსის“, 5-ჯერ გაუზარდეს მოსაპოვებელი წიაღისეულის სალიცენზიო ოდენობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642