პაპუაშვილი პოლიციის მაღალჩინოსნების სანქცირებაზე აუსტრევიჩუსის განცხადების გამო ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს

პოლიტიკა 1713949842

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიტვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვს.

აუსტრევიჩუსმა ევროკომისიას მოუწოდა, სანქციები დაუწესდეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, "ხარებას" - ზვიად ხარაზიშვილსა და თბილისის პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

"გუშინ ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ვგულისხმობ ბატონ აუსტრევიჩუსს. ეს ევროპარლამენტარი გახლავთ, გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ამავე დროს ის არის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში... ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე, ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, ვინაიდან ის არის მათ შორის ლიტვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიტვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე.

ამავე დროს, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს, თავად ლიტვის ელჩის განცხადებაც 2021 წელს როდესაც ნიკა მელიას დაკავება მოხდა, მაშინ მან ძალადობა უწოდა პოლიციის ქმედებას. [...] ეს ტენდენციები ქართულ პოლიციაზე თავდასხმისა, ლიტვის ელჩის მაშინდელი განცხადება, ახლა ლიტველი პოლიტიკოსის განცხადება რომელიც ამავე დროს სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელია, არის ძალიან სამწუხარო და კარგი იქნება, თუ ლიტვის საელჩო ამ საკითხზე გააკეთებს განმარტებას. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური, იდეოლოგიური მხარდაჭერა იმ მოლოტოვის კოქტეილებისა, რომლის სროლაც ჩვენ ვნახეთ შარშან მარტში და ჩვენ ვნახეთ მათ შორის, რომ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზება ზუსტად იგივე ევროპარლამენტარების მიერ მართული ევროპის დემოკრატიული ფონდის დაფინანსებით ხდებოდა", - თქვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888