„პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“ – იაგო ხვიჩია
პოლიტიკა • 1718111493
„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდოამზე განაცხადა:
„ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „თქვენ ჯინაზე შემიძლია პარლამენტიც გავაუქმო, რადგან ცუდად იქცევითო“, თუმცა იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა.
ზუსტად იგივე ხდება ბოლო პერიოდის გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, სადაც თქვენი ლიდერები ხშირად საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორს ახდენენ, შეურაცხყოფას აყენებენ და აბულინგებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. მაშინ, როდესაც რეალურად თქვენი ფარული ლოცვა-კურთხევით ადამიანებს სცემენ. საუბარი სიტყვიერ ბულინგზე კი არ არის, არამედ ადამიანებს ფიზიკურად სცემენ – ასისხლიანებენ და საავადმყოფოში ხვდებიან. მაგალითად, ჩემი მშობლები ყოველდღე ელოდებიან, რომ შეიძლება გამლახონ და საავადმყოფოში აღმოვჩნდე. ანუ პროფესია პოლიტიკოსი და აქტივისტი ადამიანური ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დადგა თქვენი მმართველობის დროს. ამ დროს გამოდიხართ და ამბობთ, რომ თქვენ გაბულინგებენ, გინდათ რომ მსხვერპლი თქვენ გამოხვიდეთ და არა ის ხალხი, რომელიც დასისხლიანებულია საავადმყოფოში“ , – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.
„თითქოს რაღაც დაორგანიზებულია უმრავლესობის თუ ხელისუფლების მხრიდან – ეს ცილისწამებაა, რადგან თქვენ ამისი თქმის საფუძველი არ გაქვთ. პირიქით, რაც შეეხება ზიზღის, ძალადობისა და ტერორის კამპანიას უმრავლესობის წინააღმდეგ, აქ ხილულად ვიცით რაც ხდება”
ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...
პოლიტიკა • 1768968659
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842











