„პასუხი უნდა აგოს  ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1738741756

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველამ უნდა აგოს პასუხი იმ ღალატისა და დანაშაულისთვის, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია.

 

როგორც მან საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის ტკივილები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მიიღო ქვეყანამ, ჯერაც არ მოშუშებულა.

 

„ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მიმართულება იყო ის, რომ პასუხი უნდა აგოს  ყველა დამნაშავემ, ვინც ღალატი ჩაიდინა ქვეყნის წინაშე, ვინც ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჩააბარა. იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, რა მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ: დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები.  ეს ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ტკივილები ჯერაც არ მოგვიშუშებია. ამ ღალატისთვის, ამ დანაშაულისთვის ყველამ უნდა აგოს შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის დაკითხვაზე გამოუცხადებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ყაველაშვილი
„ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ“ - ყაველაშვილი

ეს ჭარბწონიანობა, შედეგი, რომელიც ამ მავნე [წინა] ხელისუფლებამ მოიტანა, ის იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ. განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი | თქვა ყაველაშვილმ...

პოლიტიკა 1771318941

უცნობი ვიზა
„ ეკატერინა ხვედელიძემ კალამი მაჩუქა“ - „უცნობი“

„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა

საზოგადოება 1771317613

ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977