პენელოპას მე უფრო შევესაბამები - მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა 1785693508

სააკაშვილი პენელოპე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც კრისტოფერ ნოლანის ფილმის „ოდისეას“ კონტექსტში ოპოზიციური არხებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ საუბრობს.

"არა მხოლოდ მანდელაზე, არამედ ბრაზილიის პრეზიდენტ ლულაზეც ვისაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის მერე დაიჭირეს, გამოვიდა და ისევ პრეზიდენტი გახდა.ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე“, რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა ვიდრე საერთოდ ყველა ქართულ ენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქ-შოუს ერთად აღებულს.

ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია - „ოდისევსის მოგზაურობასთან“.ეს წიგნი ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი, ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი.

ოდისევსი ბრუნდება 20 წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპას „დათრევას“ და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით. ჩათვალეთ რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.

რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს. აი ასეთი ფილოსოფიური ტრაქტატი გამომივიდა."- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400