"პირველ დავალებაზე მითხრეს, თუ მოგეწონება, უფრო ნორმალურ დავალებას მოგცემთო" - რუსი ჯაშუშის სკანდალური აღიარება (ვიდეო)

პოლიტიკა 1660040320

აგენტი

რუსი ჯაშუში საქართველოში რუსული აგენტურული ქსელის მუშაობაზე საუბრობს. ხმაურიან  ინტერვიუს ვსევოლოდ ოსიპოვთან გამოცემა "ევრაზიანეტი " აქვეყნებს.

ოსიპოვი ინტერვიუში დეტალურად აღწერს, თუ რა მისიით გამოაგზავნეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში. გაშიფრული აგენტი თავად ჰყვება, როგორ დაიწყო მუშაობა თბილისის  ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში და როგორ აგროვებდა ინფორმაციას  პუტინის რეჟიმს გამოქცეულ ადამიანებზე, მათი თავშეყრის ადგილებსა  და კონტაქტებზე.

ოსიპოვის თქმით,  რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალში გაწყვიტა, მანამდე კი ყველა ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა.

"მათ უკვე ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც მე ნამდვილად ვერ მოვიპოვებდი. მივლინების პირველ დავალებაზე მითხრეს, თუ მოგეწონება, უფრო ნორმალურ დავალებას მოგცემთო. მითხრეს, გარკვეულ ადგილებში გამოვჩენილიყავი, ვიღაცეებს დავლაპარაკებოდი, რომ მათ დავმახსოვრებოდი და მივეღე.

მიზეზად მითხრეს, რომ ის ოპოზიციური "ტუსოვკა", რომელიც ახლა თბილისშია, რომ ეს ისეთი ძლიერი კავშირებია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ასეთი გახლდათ მათი არგუმენტი. ეს ჯერ კიდევ ომამდე იყო, სანამ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად ჩამოვიდოდნენ საქართველოში. ასე ამიტომ ფიქრობდნენ. შემდეგ ბარები უნდა ჩამომეწერა, სადაც ემიგრანტები დადიოდნენ, მევალებოდა სხვა ხალხთან დალაპარაკება. იმათთან, ვისთანაც ლაპარაკი ადრე არ დაუვალებიათ. თუ ადრე მითხრეს, რომ აი, შენ გყავს იაროსლავ კონვეი, რუსეთის ლიბერტარიანელი პარტიის თავმჯდომარე, შემდეგ სხვა სახელიც მითხრეს, მასაც უნდა დავლაპარაკებოდი. არ მინდა ახლა დავასახელო. ვფიქრობ, ქართულ ოპოზიციაში ინფორმატორები არიან, რადგან სანამ მოვიდოდი თეზისებად მიყვებოდნენ, ეს ხდება, ეს ხდება, ეს ხდება... ის ხალხი, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, ვინც ჩემი ამბავი იცოდა, ამბობდნენ, რომ ასეა. მართლა არ შემიძლია რისკების შეფასება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ემიგრაციის დიდ ტალღასთან ერთად, ინფორმატორების დიდი ტალღაც იქნება, თუკი "ეფესბეს" ახლა ამის რესურსი აქვს, - ამბობს ოსიპოვი.

გაშიფრული აგენტი სკანდალური აღიარა ცხადყოფს, რომ  ქართულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი იციან, თუმცა ქართული საგამოძიებო უწყებიდან ოსიპოვისთვის კითხვა ამ დრომდე არავის დაუსვამს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534