„პოლიტიკაში მოსვლიდან 14 წლის შემდეგ, დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და  გავიმეორებ იმავეს - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“ - კახა კალაძე

პოლიტიკა 1754041165

კალაძე კახა

თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 

მანვე თანაგუნდელებს და პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„ზედიზედ მესამედ წარვსდგე თბილისის მერობის კანდიდატად - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს - თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში.

მინდა, გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბარტონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს  - მძიმე პოლიტიკურ ფონს. მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა - სად მოვიაზრებდი პოლიტიკაში საკუთარ თავს და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება. ჩემი პასუხი ძალიან მარტივი იყო - მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ხალხს, ვიყო იქ, სადაც გუნდს სჭირდება. დღეს 14 წლის შემდეგ, ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება,  გავიმეორებ იმავეს, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, განვილილი წლების განმავლობაში ბევრი მიღწევის, წარმატების კვალდაკვალ არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში თბილისელების ნდობა და უკეთესი მომავლის რწმენა მნიშვნელოვანი იყო.

 

„2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად, თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ, ჩვენი დედაქალაქი უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მანვე განაცხადა, რომ მიღებული გამოცდილებით ზუსტად იცის, რა პრობლემები აქვთ თბილისელებს და რა შესაძლებლობები გააჩნია დედაქალაქს.

 

„დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო რვა წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს, ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად, იცის რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად სჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ ცუხიშვილი
გზა დიდი ფეხბურთისკენ გერმანიაში - 18 წლის ქართველის, მერაბ ცუხიშვილის სპორტული კარიერა ევროპაში

დღეს, 12 აგვისტოს, გერმანიაში მოასპარეზე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი მერაბ ცუხიშვილი 18 წლის გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი, ცენტრალური მცველი, კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადადის — ის პირველი პრ...

სპორტი 1786479000

ზოდიაქო
12 აგვისტოს კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი აქტიური აზროვნების, პრაქტიკული გადაწყვეტილებებისა და შინაგანი წონასწორობის შენარჩუნების ენერგიას ატარებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ინფორმაციის სწორად...

ეს საინტერესოა 1786478460

ლიზი მოისწრაფიშვილი
ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, ლიზი მოისწრაფიშვილია

ახალგაზრდა ქალი, რომელიც დღეს მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ლიზი მოისწრაფიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მაუწყებელი ავრცელე...

საზოგადოება 1786476812

შავი სია
2026 წლის ივნისის მონაცემებით, მოვალეთა ე.წ "შავ სიაში" 373 561 პირია

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის ივლისის სტატისტიკური მონაცემებით ყოველი მეორე მოქალაქე ვალშია: საფინანსო სექტორის სესხით ქვეყნის 1.99 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რაც მოსახლეობის თითქმის ნახე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786456397

ალკობლოკირება
ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს - მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვაზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნუ...

საზოგადოება 1786454728

საქბანკი
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს? თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786451759