"პოლიტიკურად ანგაჟირებული" - გია ვოლსკი Human Rights Watch-ის ანგარიშზე
პოლიტიკა • 1753963394
"ოცნებაში" Human Rights Watch-ის ანგარიშს "პოლიტიკურად ანგაჟირებული" უწოდეს - გია ვოლსკი პირდაპირ ამბობს, რომ მთავარი რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდება.
გაათავისუფლო ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, რასაკვირველია ეს გასათვალისწინებელი არ არის - აცხადებს გია ვოლსკი.
Human Rights Watch ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით მათ მოხსენებებს, მაგრამ, როდესაც ხვდები ასეთ მოთხოვნას, იგივე, ევროპარლამენტის მოთხოვნისა არ იყოს, გაათავისუფლო ადამიანი, რომელიც დანაშაულს სჩადის, რასაკვირველია ეს გასათვალისწინებელი არ არის და საკმაოდ საფუძვლიანად გაფიქრებინებს, რომ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული მოხსენებაა გაკეთებული, კონკრეტული მიზნით, კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. სხვა შეფასება ამ განცხადებას არ შეიძლება მიეცეს, იმიტომ, რომ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი იმაზე, რომ ნამდვილად საქართველოში, მომიტინგეების ძალიან დიდი ნაწილი იმდენად აგრესიულად იყო განწყობილი, რომ ამას არ შეიძლებოდა არ მისცემოდა მკაცრი, ხისტი შეფასება. ვინაიდან ამ შეფასებებს თავს არიდებენ და მხოლოდ იმ ნაწილზე გადადიან, რომელიც ეხება კონკრეტული დამნაშავეების მიმართ ლოიალობის გამოჩენას, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, ძალიან მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ. Human Rights Watch ივანიშვილის პარტიას აქციაზე უსამართლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური პატიმრის მათ შორის, მზია ამაღლოებელის უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავს. უმძიმესი ანაგრში ორგანიზაციამ გაეროში წარადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული სიტუაცია, ძალადობა ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების მიამრთ და აქციაზე ძალაის გადამეტების გამოუძიებელი საქმეები.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










