პოლიტიკური გაყრა "ოცნებაში"- ვინ მიდის პარტიიდან? - "შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინტერვიუ დავით სერგეენკოსთან (ვიდეო)

პოლიტიკა 1679168700    907

კორონავირუსი

"შაბათის ექსკლუზივი"- პირველი ინტერვიუ "ქართული ოცნების" დეპუტატ დავით სერგეენკოსთან, რომელმაც "ოცნების" შეფების წინააღმდეგ წასვლა გაბედა და რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა.

ირკვევა, რომ სერგეენკო საგაზაფხულო სამუშაოებითაა დაკავებული და მმართველი პარტიის შეფების ზარებსაც კი არ პასუხობს.  "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც "ქართული ოცნებისა" დატოვებას გეგმავს.

სერგეენკო პირველად ჰყვება, რატომ გადაწყვიტა პარტიის ლიდერების მოთხოვნის მიუხედავად, რუსული კანონისთვის მხარი არ დაეჭირა.

"ვხედავდი რომ ევროკავშირი, ამერიკა, საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი. დეტალებში არ შევსულვარ. არ გამიანალიზებია კანონი, მაგრამ ვხედავდი, დამოკიდებულებას და ალბათ ეს იყო გადაწყვეტილების საფუძველი"- ამბობს "შაბათის ეთერთან" სერგეენკო. 

სად მიდის სერგეენკო,  ტოვებს თუ არა საპარლამენტო მანდატს? კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა ახლა არ უნდა. მაგრამ მიანიშნებს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა დასასრულს უახლოვდება.​

სერგეენკო "შაბათის ეთერთან" ადასტურებს იმასაც, რომ მას შემდეგ რაც "ქართულო ოცნების" პარტიული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, მისი პოზიციის შეცვლას ირაკლი კობახიძე ცდილობდა.

გარდა ამისა, ნატა ქაჯაიას ხმაურიანი რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ხალხთან მარცხის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში სიარულს "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატებიც ერიდებიან.

სერგეენკოს მსგავსად რუსულ კანონს ხმა არ მისცა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. სკანდალური კანონპროექტის კენჭისყრის შედეგ ის საქართველოს პარლამენტში არავის უნახავს.

პარლამენტიდან გამქრალია ირაკლი კოვზანაზეც. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ორშაბათს ბიუროს სხდომაზე არ გამოჩენილა.

ამ დრომდე გაურკვეველია გიორგი ხელაშვილის ბედი. ხელაშვილიც იმ გაუჩინარებული დეპუტატების სიაშია, ვინც რუსულ კანონს ხმა არ მისცა.

ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" წამსხლელების ჩამნაცველებს უკვე ეძებს - ასეთია გიორგი ბარვენაშვილი - კომოს ტბის საძმოს წევრი რომელიც არჩილ თალაკვაძის და კახა კალაძის უახლოესს გარეოცვას წარმოადგენს შესაძლოა, პარლამენტში ვიხილოთ. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 28 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...

საზოგადოება 1679934240

დოლიძე
რა ინიციატივით მიმართა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...

პოლიტიკა 1679933492

ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157