პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილი უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებელ კომისიის წევრებს ხმების მოპარვის საშუალებას - ხოშტარია

პოლიტიკა 1634130648

ხოშტარია

"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარტიამ 184 უბანი გაასაჩივრა და თითოეული მათგანი გაყალბების აშკარა მცდელობით იყო დასაბუთებული, თუმცა ხელახალ გადათვლაზე უარს ეუბნებიან.

ხოშტარიას თქმით, მეორე ტურზე ოპოზიციის ლიდერები უბნებზე იქნებიან წარმოდგენილი, რათა გაყალბების მცდელობები აღკვეთონ:

“დროას” გუნდი აგრძელებს ხმების დაცვისთვის ბრძოლას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ “დროას” ამომრჩევლების ხმებისთვის ბრძოლა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ხმის დაცვა და ზოგადად, პრინციპის დაცვა, რომ არჩევნების გაყალბება არ არის და ვერ იქნება ნორმა ჩვენს ქვეყანაში.

“ქართული ოცნება” შეგუებულია იმას, რომ ჩვენ არჩევნების გაყალბებაზე ცოტა ხანს ვსაუბრობთ, მერე კი ვივიწყებთ ხოლმე ამ საკითხს. მინდა, პირობა დავდო ყველა მოქალაქის წინაშე, რომ ჩვენ ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს და გავივლით ყველა სტადიას. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ კონკრეტულად როგორ გაფორმდება თბილისის საკრებულო ახლანდელი ხმებისთვის ბრძოლა, ეს არის ასევე მეორე ტურისთვის მზადება, სადაც ჩვენ, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერები ვიქნებით წარმოდგენილი უბნებზე და არ მივცემთ გამყალბებელ კომისიებს წევრებს ხმების მოპარვის საშუალებას.

მოკლედ გეტყვით, რა სტადიები გავიარეთ. გავასაჩივრეთ 184 უბანი, რომლებშიც მკაფიოდ იყო დასაბუთებული, როგორც ბიულეტენების მასობრივი დაკარგვის მაგალითები, ასევე ოქმების ხელით გადასწორების ფაქტებიც. მოვისმინეთ საოლქოს წევრების სრულიად უტიფარი განცხადებები, დავესწარით სხდომებს, სადაც არც კი ცდილობდნენ დაესაბუთებინათ რატომ არ უნდა გადაითვალოს მსგავსი უბნები. როდესაც ვთხოვდით ჩანაწერის გადახვევას, ამბობდნენ რომ ღმერთი უყურებს ამ პროცესს და რისთვისაა საჭირო ვიდეო.

შემდეგი ეტაპზე 184-ვე უბანი გავასაჩივრეთ სასამართლოში. ესეც, როგორც მოსალოდნელი იყო, აღმოჩნდა ფორმალური სტადია თავისი შინაარსით იმიტომ, რომ უსწრაფესად, ერთ დღეში, სასამართლომ ყველა უბნის გადათვლაზე თქვა უარი. უარი თქვეს 184-ვე უბნის გადათვლაზე სრულიად დაუსაბუთებლად.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ამ უტიფრობისა ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მირანდა მესხისნაირი გამყალბებლები, უნდა გრძნობდნენ დისკომფორტს. მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ გაყალბება არის შეუმჩნეველი.

ჩვენი მთავარი პოლიტიკური და ტაქტიკური ამოცანა, სასამართლო სტადიების გავლის შემდეგ, სტრასბურგში საქმის წაღებაა. ეს უნდა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი და ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე! საქართველოს მოქალაქემ უნდა მოიგოს საქართველოს მთავრობასთან ხმების გაყალბების საქმე, რაც ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პრეცედენტი, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს სამომავლო გაყალბებებისგან. მეორე ტურისთვის გამყალბებლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა არის მოკლევადიანი მიზანი, ხოლო გრძელვადიანი ამოცანაა გაყალბება არ იყოს ამ ქვეყანაში ნორმა" - აღნიშნა ხოშტარიამ.

ცნობისთვის,  საქალაქო სასამართლომ პარტია „დროას“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი 6 სარჩელიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. „დროა“ ითხოვს გლდანის, კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, დიდუბისა და ნაძალადევის ოლქებიდან ჯამში 184 უბნის გადათვლას.

იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლოც არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, პარტია „დროა“ სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიკოლოზ ყიფშიძე
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ნიკოლოზ ყიფშიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიტიკა 1634994852

კვარაცხელია-ჟვანია
რა კავშირი აქვს ექსპრემიერის შვილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - რატომ დაურეკეს მკვლელობაში ბრალდებულებმა ბუსა ჟვანიას

რა კავშირი აქვს ყოფილი პრემიერის შვილს, ბუსა ჟვანიას , ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან - როგორც ირკვევა, ზურაბ ჟვანიას ვაჟი იყო პირველი, ვისაც ბრალდებულებმა დაურეკეს, ზარიდან 1 კვირაში კი მან ქვეყანა...

სამართალი 1634994596

ღარიბაშვილი
9 წელიწადში ჩავატარეთ 8 არჩევნები, ხალხი დაიღალა ამდენი არჩევნებით - ღარიბაშვილი

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 9 წელიწადში 8 არჩევნები ჩაატარეს და ხალხი დაიღალა. ასევე, ღარიბაშვილი დარწმუნებულია , რომ მეორე ტურებში გაიმარჯვებს "ოცნება". "ნახეთ თქვენ ყველამ წლევანდელი არჩევნები,...

პოლიტიკა 1634993545

მეწყერი
ლისის ფერდი კვლავ დაიძრა (ვიდეო)

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს. "მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ...

საზოგადოება 1634993344

მელია
ნახეს, რომ წაგებული აქვთ და ძალადობრივი მეთოდებით ცდილობენ, ოპოზიციას ზუგდიდი გამოსტაცონ - ანზორ მელია

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ხელისუფლების მიერ სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას ეხმაურება  და აცხადებს: "პრემიერი გაეცნო სიტუაციას და ნახა, რომ ზუგდიდში "ოცნებას...

პოლიტიკა 1634993178

ვაშაძე
ადამიანობა და მეგობრობა იმ ბალაგანზე წინ დგას, რასაც პოლიტიკას ეძახიან..სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესოა ნაწილია დაკავშირებული - გრიგოლ ვაშაძემ მესამე პრეზიდენტი მოინახულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მესამე პრეზიდენტი მოინახულა - მან რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ეს...

პოლიტიკა 1634993046