პოლიტიკა • 1695893234 168
"ადამიანის უფლებათა ცენტრმა" (HRC) მოამზადა ანგარიში საპროტესტო აქციებზე მობილიზებული პოლიციელების რაოდენობისა და არაიდენტიფიცირებული პოლიციელების შესახებ. 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები დააკვირდნენ 10 საპროტესტო აქციას. მონიტორების შეფასებით, აქციების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა არაპროპორციული რაოდენობის მობილიზების ტენდენცია.
HRC ამბობს, რომ არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით - იმდენად ნაკლებია, რომ პოლიცია ვერ ახერხებს საზოგადოებრივი წესრიგის და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას - კერძოდ, მათ დაცვას ძალადობრივი განზრახვის მქონე კონტრდემონსტრანტებისგან. ამასთან, აქციებზე ფორმიან პოლიციელებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ პოლიციელები სამსახურებრივი უნიფორმის გარეშე, რომელთა იდენტიფიცირებაც შეუძლებელი იყო.
28 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდნენ მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის აქციებს პარლამენტის მიმდებარე სკვერში.
"3 ივნისს, ღამის 1:30 საათისკენ, პოლიციელების რაოდენობა 3-ჯერ აღემატებოდა აქციაზე მყოფი მონაწილეების რაოდენობას. 29, 30 მაისსა და 1 ივნისის აქციებზე, აგრეთვე, პოლიცია არანაბარი ძალით იყო მობილიზებული. კერძოდ, პოლიციელების რაოდენობა სამჯერ მაინც აღემატებოდა აქციის მონაწილეთა რაოდენობას - აქციაში მონაწილეობდა 15-მდე მონაწილე, ადგილზე კი დაახლოებით 60-მდე პოლიციის თანამშრომელი იყო მობილიზებული.
ამის საპირისპიროდ გია გაჩეჩილაძის და ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებულ აქციაზე "მოვდივარ - საქართველო უპირველეს ყოვლისა" სადა 11 000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, დაახლოებით 100-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული", - ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 31 ივლისს პარლამენტთან სამოქალაქო ორგანიზაციების აქციაში "რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" აქციის მონაწილეებთან შეარებით პოლიცია არაპროპორციული რაოდენობით იყო წარმოდგენილი - აქციაში დაახლოებით 350-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მეთვალყურეობდა 65-მდე პოლიციის თანამშრომელი.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" მონიტორინგის თანახმად, ზემოთ ხსენებულ სამივე აქციაზე იყვნენ უფორმო, არაიდენტიფიცირებადი პოლიციელები, რომლებსაც ფორმიან პოლიციელებთან ჰქონდათ კომუნიკაიცა. ორგანიზაციის ცნობითვე, პოლიციის არასათანადო მობილიზება იყო 8 ივლისს, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.
"აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სახელმწიფომ სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ცხადია, ეხება აქციაზე პროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზებას. პოლიციელთა არაპროპორციულმა და გადაჭარბებულმა ჩარევამ დაძაბულობის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა, პირიქით – შექმნას კონფრონტაციული სიტუაცია და შესაძლო კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, გამოიწვიოს მისი გამძაფრება", - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია მიმართავს რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვაშეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად იხელმძღვანელოას კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებით. შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა ძალადობრივი კონტრდემონსტრანტებისგან.
2022 წლის თიბისის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვების შემდეგ, კომპანია „პოსტრედი“ ბაზარზე ახალი ბრენდინგითა და განახლებული ძალებით შევიდა. რებრენდიგით კომპანიამ უფრო მკაფიოდ გაუსვა ხაზი საკუთარ იდე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353984
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს. პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701353691
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას 2008 წლის ომზე და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აგვისტოს ომს...
მსოფლიო • 1701351019
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7086 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7129 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1701350921
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ: “სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის,...
პოლიტიკა • 1701350729
„ვაშაძე როგორც იყო ნაცურ ხმებზე დამჯდარი და სინამდვილეში, მიშას და „ნაცებს“ ართმევდა ხმებს, ზუსტად ასევე არის „ლელო“, რომელიც აგრეთვე პარაზიტირებს ნაცების ხმებზე,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგ...
პოლიტიკა • 1701348507
ეს საინტერესოა • 1701286500
30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი