„პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით?“ - ელისაშვილი მოსამართლეს
პოლიტიკა • 1768301481
ალეკო ელისაშვილი მოსამართლე მზია გარშაულაშვილს მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე უყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სხომათა დარბაზში ამბობს, რომ ბორკილები ისე ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში მოჭერილი, რომ დღემდე შრამები ეტყობა.
პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მდიოდა, წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და რა ქენით? - ჰკითხა ელისაშვილმა მოსამართლე გარაშაულაშვილს.
პოლიტიკსომა თქვა, რომ სასამართლოს კანცელარიასთან 20 პოლიციელი ურტყამდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზაქრო ჩოხელი იყო.
შრამები დამრჩა ბორკილებისგან. პოლიციელებს უხაროდათ სისხლი რომ მომდიოდა. კი დამკითხეს, მაგრამ რა ქნეს მერე, გამოკითხული ვარ, ვერ გაარკვიეს ვინაა ეგ შოთა?
ვეუბნებოდი ხელი გამიხსენით-თქო, 4 საათი. ვიყავი ასე, შემუმსუბუქეთ მაინც-თქო, მაგრამ თქვენი სამართალი არ გაიშვა. წინა მოსამართლეს ვუთხარი, წამების მსხვერპლი ვარ-თქო და მერე რა ქენით?
კანცელარიასთან 20 პოლიციელი მირტყავდა, ზაქრო ჩოხელი ამოვიცანით, ვთქვით და რა... თქვეს იციი ვერ ამოვიცანითო. 2 წელი გავიდა არ ვიცი ეგ ზღაპრები გჯერათ თუ არა - არ გიცნობთ არ ვიცი. მცემეს და აი ბუზი არ აუფრინდათ ბუზი. შობაა ახალ წელს გილოცავთ", -განაცხადა ელისაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მზია გარშაულაშვილი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











