„პრემიერი იტყუება“ - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა • 1718711472

ირაკლი კობახიძე იტყუება - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მიღებით საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაიზარდა.
სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერს პასუხს 27 ქვეყნის ლიდერი გასცემს, რომლებიც დეპუტატის თქმით, "გაუხსნიან მოლაპარაკებებს მოლდოვას და უკრაინას და ძალიან ნათლად ეტყვიან ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები ერთადერთი მიზეზით არ იხსნება - ეს მიზეზი კი არის ის რომ ქვეყანას რუსული ხელისუფლება მართავს".
სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული დავალება შეასრულა, როცა რუსული კანონი მიიღო.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნები ჩააგდო.
ამასთან, ცნობილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პასუხი - პიტერ სტანო კომენტარს "პირველებთან" აკეთებს და პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს და ეს არის ფაქტი და არა უბრალოდ მოსაზრება.

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა მისი...
კრიმინალი • 1747592511

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...
პოლიტიკა • 1747591520

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...
პოლიტიკა • 1747590842

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...
პოლიტიკა • 1747590140

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747589085

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ. სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...
სპორტი • 1747588981