„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯილდომ გაანაწყენა მხოლოდ და მხოლოდ „რუსული ოცნება“ და კრემლი“. - ლევან ხაბეიშვილი ღარიბაშვილის და წულუკიანის განცხადებაზე

პოლიტიკა 1679923192    191

ხაბეიშვილი

„მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ“. - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა

თეა წულუკიანმა კი მიღბულ ჯილდოს, სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.

ამ განცხადებებს კი გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თქვა, რომ ამ ადამიანებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ასე ისაუბრონ პრეზიდენტ სააკაშვილზე და ამ ჯილდოსთან ერთად კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი გაკეთებული საქმეების გამო;

„ბარბარე რაფალიანცის, გიგა ფარტენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძის, ეროსი კიწმარიშვილის, ბესიკ ხარძიანის, შალვა თათუხაშვილის, სერგო უბილავას, ლევან კორტავას, მამუკა მიქაუტაძის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები რომ საუბრობენ წამებაზე, ადამიანის უფლებებზე, ადამიანის უფლებების შელახვაზე.

ამასობაში, მაჯლაჯუნა წულუკიანი, რომელიც ანადგურებს ჩვენს გელათს, რომელიც ხელს უწყობს ჯვრის მონასტრის ნგრევას, რომელიც გამორჩეულია თავისი ბოღმით, არაადამიანური დამოკიდებულებებით, მათ შორის მისივე თანამშრომლებზე და უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წაგებული. ამასობაში ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ბავშვებს მიუვარდებოდა ხოლმე სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ბერას ცუდი კომენტარი დაუტოვეს და მერე ამ ბავშვების ცუდ მდგომარეობაზე ღლიცინებდა მისსავე ბატონის შვილთან, ბერასთან და ეს კაცი გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე და პრეზიდენტ სააკაშვილზე საუბრობს ნეგატიურ კონტექსტში, რომელსაც ნორვეგიელებმა გადასცეს დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ჯილდო, რომელიც ასევე მიღებული აქვს მაია სანდუს.

ამ ადამიანებს არა თუ მორალური უფლება, არამედ პოლიტიკური უფლებაც არ აქვთ რაიმე შეფასება გაუკეთონ პრეზიდენტ სააკაშვილის გაკეთებულ საქმეებს და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ეს ეწყინათ, არ მოეწონათ და გაბრაზდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და გაბრაზდებოდნენ დარწმუნებული ვარ კრემლში. ყველა დანარჩენს კი, ნორმალურად, ადეკვატურად მიაჩნიათ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ჯილდო. ბევრი ჯილდო მიიღო პრეზიდენტ სააკაშვილმა და კიდევ ბევრს მიიღებს დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ სააკაშვილი
„ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო“ - იან კელი ღარიბაშვილს

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...

პოლიტიკა 1685465201

მიშელი
„ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია“ - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....

პოლიტიკა 1685462135

წავკისი
წავკისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის  შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.   ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე  საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...

საზოგადოება 1685462057

პრიგოჟინი
„ნუ ცრუობთ“ - პრიგოჟინი რუსულ პროპაგანდას სიცრუეში ამხელს

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1685460921

ხაინდრავა
„გოვორიტ მოსკვა“ - რას წერს გოგა ხაინდარავა რასა იუკნევიჩიენზე

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...

სოცმედია 1685460818

ჯაფარიძე
„თქვენ რომ იყოთ რომელიმე ნატოს წევრი ქვეყანა და ასეთი სირ@ბა გესმოდეთ ქვეყნის დეფაქტო პრემიერისგან, რას იზამდით?“ - ზურაბ ჯაფარიძე

11-12 ივლისს ვილნიუსში არის ნატოს სამიტიდღეს ღარიბაშვილმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა პუტინის გზავნილი - თითქოს რუსეთი უკრაინაში იმიტომ შეიჭრა რომ ნატოს გაფართოება შეეჩერებინათავი რომ დავანებოთ იმას რომ ე...

პოლიტიკა 1685460708