„პროკურატურა ვალდებულია, მოკვლევა დაიწყოს“ - ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება და ექსპრემიერისთვის განსაკუთრებული დაცვის დაწესებას ითხოვს

პოლიტიკა • 1788288736

ირმა ინაშვილი

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს, სადაც საუბარია კობახიძე-მდინარაძის მმართველობის პერიოდში შესაძლო თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეხმაურება.

ინაშვილის განცხადებით, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტი თავიდანვე ბადებდა ეჭვებს, ხოლო ღარიბაშვილის მიერ დასმულ კითხვებზე პროკურატურამ უშუალო რეაგირება უნდა მოახდინოს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა.

ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა - ჩვენს შემთხვევაში კი სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა — მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე-კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული.

მაგრამ სხვებზე გადაბრალება აქ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ, ისე - რაც უარესია - ადამიანების თვითმკვლელობებთან დაკავშირებით.

პირველი კითხვა უკვე დასმულია: ის ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა და ეს კითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას ეხება. თუმცა, მე არ გამოვრიცხავ თვითმკვლელობის იმიტაციასაც კი, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს კაცი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, რაც თვითმკვლელობას ეჭვქვეშ აყენებს.

ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია, დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

ამავდროულად, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია. ამიტომ საჯაროდ მივმართავ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს - განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის საქმე: ბაჩუკი ჩხვიმიანის აღიარება და გახმაურებული სვანური დავის ახალი დეტალები - "სანდო წყაროს“ ექსკლუზივი

ჟურნალისტმა სალომე ბოკუჩავამ YouTube-არხ „სანდო წყაროსთვის“ მოამზადა რეპორტაჟი, რომელიც ნატა ვიბლიანისა და სვანეთში წლების წინ მომხდარი მოვლენების გარშემო განვითარებულ გახმაურებულ საქმეს ეხება. ნატა ვ...

სამართალი • 1791396248

საქბანკი
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა

საქართველოს ბანკმა, საცალო მომხმარებლებისთვის შექმნილი ახალი Subscription ნაკრების, SUPER-ის ფარგლებში, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი გამოუშვა. ბარათი საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-სთან პარტნიორო...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388713

საქბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791388587

თბილისი ენერჯი
„თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს

სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯი" მუხიანის აგარაკების ტერიტორიაზე, შპს „ყამარი მ"-ის 4 572 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას იწყებს, რომლებიც ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩნენ.„თბილისი ენერჯ...

საზოგადოება • 1791379800

პოლიცია
არასრულწლოვანმა ბასრი საგნის გამოყენებით ერთ პირს დაზიანებები მიაყენა - ბრალდებული პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, არასრულწლოვანი დააკავეს.გამოძ...

კრიმინალი • 1791369982

მერია Yellow box
თბილისის გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის მერის დავალებით, დედაქალაქის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, იწყებს მუშაობას ქალაქში  არსებულ  გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის...

საზოგადოება • 1791368400