„პროპუტინისტური ხელისუფლების პირობებში პრემიერები ისე ქრებიან, რომ თავადაც არ იციან“ - გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა • 1727874485
"ჩვენ ვცხოვრობთ მმართველობის პერიოდში, როდესაც პრემიერები ისე ქრებიან, მიდიან და მოდიან, რომ თავადაც არ იციან"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველთან" განაცხადა.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი "ქართული ოცნების" მმართველობის 12 წელს აფასებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ შიშზე, დაპირისპირებაზე, სახელების დარქმევაზე წარმოებული პოლიტიკას ატარებს.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდი საარჩევნო კამპანიას პრორუსული, ანტიდასავლური გეზით ატარებს.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ "ოცნებას" რეიტინგი საერთოდ არ აქვს, რადგან საზოგადოების განწყობა ივანიშვილის გუნდის განწყობისგან რადიკალურად განსხვავებულია.
როდის იცოდა პრემიერმა იქნება თუ არა პრემიერი, ან როდის იცოდა, რომ არ იქნება?! ჩვენ ვცხოვრობთ მმართველობის პერიოდში, როდესაც პრემიერები ისე ქრებიან, მიდიან, მოდიან, რომ თავადაც არ იციან. ამაში არაფერი არაორდინალური არ არის. ბოლო 11 წელიწადი მე არ მესმის, რას აკეთებენ ისინი.
ჩვენ მოვდიოდით დიდი იმედით, რომ არამარტო იმ პრობლემებს, რომლებიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, იმას გამოვასწორებდით, არამედ ვიქნებოდით ძალიან სოციალურად ორიენტირებული მთავრობა.
შემდეგ დაიწყო მხოლოდ შიშზე, დაპირისპირებაზე, სახელების დარქმევაზე წარმოებული პოლიტიკა. გზა არ მომწონს როგორც არის დაგებული, შენ ხარ ნაცი. საარჩევნო კამპანია წარიმართება პრორუსული, ანტიდასავლური გეზით.
ძალიან რთულია, 85%-ს მოსახლეობისას სხვანაირად უნდოდეს და შენ ეუბნებოდე, რომ არა, შეიცვალე აზრი. ასე, რომ ბუნებრივია ჩემთვის რეიტინგის არარსებობა.
ბუნებრივი იყო 2020 წელსაც, როდესაც მათ, ფაქტობრივად, მოიპარეს არჩევნები. მაშინაც მესმოდა, რომ რეიტინგი არ ჰქონდათ. ჩვენ თუ არ გავუშვით პრორუსული, პროპუტინისტური ხელისუფლება ისტორიის იმ ნაწილში, რომელიც მათ აირჩიეს, ანუ, წარსულში, ჩვენ თავადვე წავალთ წარსულისკენ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.ირაკლი კობახიძემ არ იცის, იქნება თუ არა ისევ პრემიერი. საკითხზე "პირველების" დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძე პირდაპირ ვერ პასუხობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











