„პუტინი დიდი საფრთხეა და "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს... ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია“ - უილსონი

პოლიტიკა 1736575327

ჯო უილსონი

პუტინი დიდი საფრთხეა და "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს - ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, ჯო უილსონმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ჯო უილსონი საქართველოს შესახებ ორი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია: "ქართული კოშმარის არაღიარებისა" და "მეგობარი" აქტების. ორივე განახლებული შემადგენლობით შეკრებილ კონგრესში უკვე წარდგენილია და შემდგომი პროცედურების გავლას ელის.
მაღალჩინოსანი "ოცნების იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილის გუნდმა მას "დეგრადირებული პოლიტიკოსი" უწოდა, რომელიც საქართველოს "აშანტაჟებს".

"ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია" - აღნიშნავს ჯო უილსონი

 

შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ინტერესი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. საქართველოში ვიზიტებისას, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ხალხმა, ვინც იქ გავიცანი. ასე რომ, ჩემი ინტერესი არაფერია, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შესაძლებლობა ჰქონდეს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობისთვის ვიბრძოდი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის და ამან შედეგიც გამოიღო. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ რა შესაძლებლობები აქვს ქართველ ხალხს, რომ მათ საბოლოოდ ჰქონდეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები"- ამბობს კონგრესმენი. 
რაც შეეხება "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ის მსგავსია იმ აქტისა, რომელიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოიყენეს.

კითხვაზე: რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი წარდგენის აუცილებლობა არსებობდა და რატომ იყენებთ სირიის მაგალითს, იულსონი ამბობს:

 

პრეზიდენტ რონალდ რეიგანისეული სულისკვეთებით, ჩვენ გვსურს მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და არა - გლობალური ომი. ჩვენ გვინდა მშვიდობა სიძლიერის მეშვეობით და რა თქმა უნდა, ამის ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

უკვე წლებია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების [პოლიტიკა] აქვს, რომელიც ძალიან წარმატებულია. 1940 წელს ამერიკამ არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ოკუპაცია. ჩვენ მათ ყოველთვის დამოუკიდებელ ქვეყნებად მივიჩნევდით.

ძალიან მადლობელი, ვარ, რომ კონგრესმა ცოტა ხნის წინ კენჭი უყარა იმას, რომ ყირიმი არაა რუსეთის ფედერაციის ნაწილი და ის ისევ უკრაინის ნაწილია. სწორედ ეს იყო ომის დამნაშავე პუტინის ტერიტორიული შეჭრის არაღიარება. დამასკოში ასადის არაღიარების აქტს კი კონგრესმა 330 ხმით დაუჭირა მხარი. ეს სერიოზული გზავნილი უნდა იყოს "ქართული ოცნებისთვის". ამ აქტზე მე და სტივ კოენი, რომელიც დემოკრატია, მე კი რესპუბლიკელი, ერთად ვმუშაობთ. დამასკოში ასადის დიქტატურა დასრულებულია, ის მოსკოვში გაიქცა, სადაც მისი ადგილია. ეს ომის დამნაშავე პუტინის კიდევ ერთი მცდელობაა, რომ თავიდან შექმნას საბჭოთა კავშირი.

ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართველი ხალხისთვის- მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ საბჭოთა კავშირის, იმ ჩაგვრის თავიდან დაწყება სურთ.... ჩემთვის წარმოუდგენელია რომელიმე ქვეყანამ ვერ გაიაზროს ის საფრთხე, რასაც ომის დამნაშავე პუტინი წარმოადგენს [საქართველოსთვის], ისევე როგორც უკრაინისთვის. მათ [რუსეთმა] უკვე წაიღეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ეს [მსგავსი პროცესები] გამუდმებით ხდება. ომის დამნაშავე პუტინი დიდი საფრთხეა და ის "ქართულ ოცნებას" ფასადად იყენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
ქართველი ფოტოხელოვანი ბაკურ თვრინელი ნიუ-იორკში ახალ სივრცეს ქმნის - ფოტოგრაფია, გალერეა და კულტურული დიალოგი

ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...

საზოგადოება 1768640523

კარატისტი გოგო
 ბოლნისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა

 ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

შემთხვევა 1768639057

ირან
ირანში მიმდინარე აქციებზე დაღუპულთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...

მსოფლიო 1768635795

 3 მლნ ლარის
ამოღებულია 3 მლნ ლარის ღირებულების 6 კგ. "მეთადონი" - შსს-მ 2 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...

კრიმინალი 1768633614

ირანი ბირთვული
„ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს“ - The Guardian

აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...

მსოფლიო 1768631783

რეზა ფეჰლევი
„მოგიწოდებთ თქვენ, ყველა მამაც თანამემამულეს მთელ ირანში, შაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 17-დან 19 იანვრამდე, საღამოს 8 საათამდე, აღიმაღლოთ თქვენი რისხვის ხმა და გააგრძელოთ პროტესტი ეროვნული ლოზუნგებით“ - რეზა ფეჰლევი

"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...

მსოფლიო 1768629642