"პუტინი ცდილობს ომს ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყავდეს... ტირანი და ისიც "ხუ@ლო", ვერ შეძლებს გატეხოს უკრაინელი ხალხი..." - ბაჩუკი ქარდავა

პოლიტიკა 1663870797

პოლიტიკოსები

რაც ხდება რუსეთის აეროპორტებსა და საზღვრებზე, პუტინის სასოწარკვეთილი ნაბიჯის მხოლოდ დასაწყისია... პრობლემები წინაა და ის რუსეთში ე.წ. Груз 200-ის რაოდენობას კრიტიკულად გაზრდის - ასე აფასებს რუსეთ-უკრაინის ომში პუტინის ნაბიჯებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ამოცანაა, ამ ომს ოფიციალური გამარჯვებული არ ჰყავდეს. ბაჩუკი ქარდავა რუსეთის მხრიდან გარდაუვალ კაპიტულაციას პროგნოზირებს,

"პუტინს მოუწევს გემზე ასვლა. გემზე კი, ისტორიული პრაქტიკა ამბობს, რომ დამარცხებულებს კაპიტულაციის შელამაზებულ დოკუმენტზე აწერიებენ ხელს" - ამბობს დეპუტატი.

"შეიძლება ითქვას, თავისი მოქმედებით ვლადიმერ პუტინი ასხივებს, რომ ის მიხვდა - ომს აგებს. კრემლმა მშვენივრად იცოდა, რომ მობილიზაცია პრობლემებს გააჩენდა, ამიტომაც იკავებდა თავს. არც ნაწილობრივი მობილიზაციაა თავის თავში დარწმუნებულის გადაწყვეტილება. კარგად ჩანს რუსეთის აეროპორტებსა და საზღვრებზე, რამდენად შედეგის მომტანი იქნება პუტინის სასოწარკვეთილი ნაბიჯი და ეს, მხოლოდ დასაწყისია... ეჭვი მაქვს, ძირითადად ლოთებსა და გამოუცდელ ადამიანებს გაიმეტებს გასაწირად.

ცხადზე ცხადია, ამ სამსხვერპლოებს უკვე კარგად გაწვრთნილი უკრაინული, მოტივირებული არმიის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა. ეს კი, რუსეთში ე.წ. Груз 200-ის რაოდენობას კრიტიკულად გაზრდის.

არც ბირთვულ მუქარაზე დაბრუნება და გაბრაზებული ტონი და ლექცია ისტორიაზე, არ მეტყველებს პუტინის სასარგებლოდ. ის ვერა და ვერ ახერხებს ომის მოტივაციის გაჩენას რუსეთში. ერთადერთი რაც აშკარად ჩანს, პუტინს უკვე სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენია უკრაინის დამორჩილება, მაგრამ ცდილობს - იქნებ და ტერიტორიების მოგლეჯვით შეინარჩუნოს სახე, ამას ბოლომდე შეეცდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც საკმაოდ რთული ამოცანის წინაშეა - პუტინი ცდილობს, ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავდეს!

რუსეთს, შესაძლოა, ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი და ამას არავინ აიგნორირებს, მაგრამ კრემლი რომ ვერ აფასებს რეალობას და მთავარსარდალი პუტინია ეს რუსეთის წინააღმდეგ მუშაობს. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ცოტა და პუტინს მოუწევს გემზე ასვლა. გემზე კი, ისტორიული პრაქტიკა ამბობს, რომ დამარცხებულებს კაპიტულაციის შელამაზებულ დოკუმენტზე აწერიებენ ხელს. თუ პუტინს არა, ვიღაცა რუსს მაინც არ ასცდება ეს. და ბოლოს, საოცრად ზუსტად შეარქვა ტირანს სახელი უკრაინამ - არც "გროზნი", არ "სტალი", უბრალოდ "ხუილო" და არ მგონია, ტირანი და ისიც "ხუილო", შეძლებს გატეხოს უკრაინელი ხალხი და ამ ომში გაიმარჯვოს, ეს აშკარად ეტყობა "ხუილოს" ბოლო ნაბიჯებს!" - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია თოფურია
"ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

 UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ...

სპორტი 1713585635

აქცია არარუსულ კანონს
„არა რუსულ კანონს!“ - ახალგაზრდების აქცია დღეს, 20 აპრილსაც გაიმართება

რუსული კანონის საწინააღმდეგო ახალგაზრდული პროტესტი გაგრძელდება - რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა მორიგი აქცია 20 აპრილს დააანონსეს. ისინი პარლამენტთან ისევ 19 საათზე შეიკრიბებიან. 19 აპრილის აქცია კი...

პოლიტიკა 1713585528

ნინო ნადირაძე
„მოიმღერმოიცეკვებენ მოსკოვებს, რუბლებს ევროზე დაახურდავებენ და წამიკითხავენ ლექციას სიმართლეზე და ევროპულ ღირებულებებზე“ - ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი და ტელეწამყვანი ნინო ნადიირაძე სოციალურ ქსელში წერს:     ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მე ვკლავდი, ვწამლავდი, ვარჩენ დემენციას, მალაბსორბციას, დღეს მიმტკიცებენ,...

სოცმედია 1713585367

ბრეგაძე
,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა.ვინმეს მოღალატე, გამყიდვ...

პოლიტიკა 1713585288

ია ფარულავა
„ეს არის ტოტალური კონტროლის კანონი, რომელიც დაგვაბრუნებს დასმენების ეპოქაში, ცენზურა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება“ - ია ფარულავა რუსულ კანონზე

ია ფარულავა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ამის შესახებ ფარულავამ „ინსტაგრამზე“ ისაუბრა. „სინამდვილეში ეს არის ტოტალური კონტროლის კა...

საზოგადოება 1713585131

უჩავა
„იმედმა“ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან“ - ლაშა უჩავა

ლაშა უჩავა სოცქსელში წერს: „ის რომ იმედმა საკუთარი აზრის გამოთქმის გამო დამბლოკა, მიზეზით “არა რუსულ კანონს” და ორშაბათს სტუმრის სტატუსით მიწვეული ჩამხსნა გადაცემიდან, ალბათ, ეს არის “ღირსებით წინ ევრ...

სოცმედია 1713585012