პუტინს სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და საქართველო შევიდოდა - ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი
პოლიტიკა • 1655890975 1958

პუტინს სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი და საქართველო შევიდოდა, - აცხადებს რადიო "მაესტროს" გადაცემა "ინტერვიუში", ჟურნალისტ ლევან ჭითანავასთან საუბრისას ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი გენადი გუდკოვი.
"პუტინმა გადაწყვიტა 2014 წლისთვის უკრაინა დაესაჯა, როდესაც მან გადაწყვიტა დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნის, რუსეთის გარეშე ჩამოყალიბება გაეძლიერებინა და უკრაინამ ევროპისკენ სვლა დაიწყო, ამის გამო პუტინმა შური იძია უკრაინაზე. უკრაინის ევროპისკენ სვლამ პუტინი ძალიან შეაშინა, მას ოდესღაც სურდა განახლებული რუსული იმპერიის შექმნა, რომელშიც შევიდოდა უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და მათთან დაახლოებული სომხეთი საქართველოსთან ერთად.
2014 წლის მოვლენებმა პუტინის ამ გეგმაზე დიდი ჯვარი დასვა, ვინაიდან პუტინს კარგად ესმოდა, რომ უკრაინის გარეშე ახალი რუსული იმპერიის არსებობა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. უკრაინაში დემოკრატიული ძალების გამარჯვება პუტინისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგან რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიული ღირებულებების და პრინციპების შექმნა, რაც ადამიანებისთვის უკეთესი ცხოვრების საწინდარი იქნებოდა, პუტინის რეჟიმისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. 2014 წელს პუტინის მიერ დაგეგმილმა ომმა ვერ გაამართლა, მაშინ მან ვერ გაბედა ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, თუმცა მსგავსი გეგმები კრემლში იყო. მაგრამ, დასავლეთის სანქციებმა მაშინ გარკვეულწილად პუტინი შეაჩერეს.
გარკვეული წლების განმავლობაში პუტინი უკრაინაში ომისთვის ემზადებოდა, შესაბამის დროს ელოდებოდა, როდესაც პუტინი მიხვდა საბოლოოდ, რომ უკრაინა ევროპისკენ გზას აგრძელებდა და ამ გზას არ გადაუხვევდა, სწორედ მაშინ მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება," - ამბობს გუდკოვი.
გენადი გუდკოვი არის რუსი მეწარმე, პოლიტიკოსი, რუსეთის ФСБ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი. იყო რუსეთის დუმის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის დეპუტატი. 2019 წელს გაიქცა რუსეთიდან, დაპატიმრების საფრთხის გამო და ცხოვრობს ბულგარეთში, ვარნაში, საკუთარ ვილაში.
.

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ტვ მონიტორინგის...
სამართალი • 1657091875

ვაშინგტონში, ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა შეცვალა, თუმცა საქართველომ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. „ატლანტიკური...
პოლიტიკა • 1657091197

რუსეთში „გაზპრომის“ კიდევ ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. ლოჯისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვის ცხედარი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, მისივე აგარკზე,...
მსოფლიო • 1657090773

ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2022 წელს მსოფლიოში ბუნებრივ კატასტროფებს, წყლის დეფიციტსა და უცხოპლანეტელების შემოსევასაც უნდა ველოდოთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს. ვანგას 5 წინა...
მსოფლიო • 1657090384

"უკაცრავად, ბებიაჩემია. გადავურეკავ, ინტერნეტი არ აქვს~ - დემნა გვასალიამ ბებიის ზარის გამო ინტერვიუ შეწყვიტა. ეს ამბავი ბალენსიაგას 2021 წლის ოტ კუტიურ შოუზე მოხა. ხვალ კი პარიზში, დემნა ბალენსიაგას...
საზოგადოება • 1657090216