პუტინზე, უკრაინასა და საქართველოზე გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, გერმანელი ვიცე-ადმირალი გადადგა

პოლიტიკა 1642920924

შიონბახი

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი პუტინზე, უკრაინასა და საქართველოზე გაკეთებული განცხადების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. 

გადადგომამდე მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ინდოეთში, თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავდა გერმანიის თავდაცვის უწყების აზრს. განმარტების გაკეთება შიონბახს გერმანიის თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ბერლინს, სარდლის განცხადებების საჯარო უარყოფისკენ:

„მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრს ქრისტინე ლამბრეხტს, გავეთავისუფლებინე ჩემი მოვალეობებისგან დაუყოვნებლივ. ჩემ მიერ უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკის შესახებ ინდოეთში გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადებები სულ უფრო მეტ ტვირთად აწვება ჩემს თანამდებობას. გერმანიის სამხედრო-საზღვარო ძალებს, ბუნდესვერს და, უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მეტი ზიანი რომ ავაცილო თავიდან, ეს ნაბიჯი აუცილებლად მიმაჩნია,“ - თქვა შიონბახმა.

ინდოეთში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე შიონბახმა განაცხადა, რომ პუტინი პატივისცემას იმსახურებს, რაც შეეხება ნატოს ალიანსში უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანებას, შიონბახმა აღნიშნა, რომ უკრაინა გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, ხოლო საქართველო აკმაყოფილებს, თუმცა ეს მიზანშეწონილი არ იქნება.

,,ადვილია ის პატივისცემა მივცეთ, რომელსაც ითხოვს და რომელსაც, სავარაუდოდ, მართლაც იმსახურებს“ - აღნიშნა სარდალმა და დასძინა, რომ რუსეთი ძველი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

გერმანიის მთავრობამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, ისინი საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალის განცხადებას არ ეთანხმებიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაია ახიმის მიერ გაკეთებული განცხადება თავდაცვის სამინისტროს პოზიციას არ გამოხატავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტუდენტები
არა რუსულ კანონს! - სტუდენტების აქცია თბილისში

არა რუსულ კანონს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან სტუდენტები "ქართული ოცნების" რუსულ კანონს აპროტესტებენ. თავდაპირველად ისინი პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კანცელარიასთან გადაინაცვლეს. "აქციის მ...

პოლიტიკა 1713465370

ივანიშვილი
ახალი კანონი ივანიშვილის გადასარჩენად - "ოცნება" ოფშორების კანონპროექტს ამტკიცებს

რუსულ კანონთან ერთად, "ქართული ოცნება" ოფშორების შესახებ კანონსაც ამტკიცებს. ეს არის ინიციატივა, რომელიც სრულ საგადასახადო შეღავათს უწესებს ბიზნესმენებს, რომლებიც ოფშორებში წილის ას პროცენტს ფლობენ და...

პოლიტიკა 1713464602

კუპრაძე სასამართლო
ირაკლი კუპრაძის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესი  გადაიდო. შს სამინისტროს  აქციაზე დაკავებული ლელოს გენერალური მდივნის წინააღმდეგ მტკიცებულებები  ჯერ არ შეუგროვებია და დრო ითხოვა.   მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება

პოლიტიკა 1713452760

სახელმწიფო დეპარტამენტი
„ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირებით“ - სახდეპის მეცხრე განცხადება

რუსულ კანონთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პრესსპიკერის, მეთიუ მილერის მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც "ოცნების" მიერ დაინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "...

პოლიტიკა 1713451762

უკრაინა საქართველო
„რუსიფიკაცია და არა მითური "უკრაინიზაციაა" რეალური საფრთხე საქართველოსთვის“ - უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს "უცხო გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის გამწვავებით. "მოვუწოდებთ ყველა დაინტერ...

პოლიტიკა 1713451231

პოლიტიკოსები
„არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით! რუსებს ჰგონიათ, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!“ - ნიკა მელია

"განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.აღფრთოვანებულები ვართ ყველა,  ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვ...

პოლიტიკა 1713450763