"ქართულ ოცნებას" რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს“ - კუბილიუსი
პოლიტიკა • 1655975027 193

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ არავინ არავის სთხოვს საქართველოს ომში ჩართვას და საჭიროა საქართველოს მთვრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს.
მისივე განცხადებით, განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს".
"სამწუხაროა, რომ საქართველოს ახლა ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს. კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, რატომ გამოყვეს საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან და რატომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო პოლიტიკური პოლარიზაცია. ნაცვლად იმისა, რომ პრემიერი გამოვიდეს, მიიწვიოს პოლიტიკური ძალები და გადადგას ნაბიჯები განსხვავებული მიდგომის, ერთიანობის დემონსტრირებისთვის ან ერთიანი ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბებისთვის, ის პირველ რიგში ადანაშაულებს ოპოზიციას ცრუ ბრალდებებით.
ბევრი ოპოზიციონერი ჩამოდის, ჩამოდიან "ქართული ოცნების" წევრებიც და ყველა გვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატობას მხარი დავუჭიროთ, მაგრამ განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ არა მხოლოდ სრული სიცრუეა, არამედ აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" რაღაც საიდუმლო გეოპოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. არავინ არავის სთხოვს ომში ჩართვას, საჭიროა საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს ბოდიში მოუხადოს, რადგან ბრალდებები სრული სიცრუეა", - ამბობს კუბილიუსი "ფორმულასთან".ცნობისთვის, ანდრიუს კუბილიუსი ერთ-ერთია იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლესაც "ქართული ოცნების" წევრები ხშირად ესხმიან თავს.

მთავრობამ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს. მინიმალური მოთხოვნები მოქმედე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657093513

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით სურამში 3 კოტეჯისგან შემდგარი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობა საქართ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1657093124

ვაკის რაიონის გამგეობამ წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხა...
საზოგადოება • 1657093046

„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დღეს, 18:00 საათზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მასშტაბური ღონისძიებით დაიხურება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცი...
საზოგადოება • 1657092982

დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა - დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის...
საზოგადოება • 1657092849

ბერძნული მედია, ათენში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს, რა დროსაც გაანეიტრალეს 13- კაციანი დაჯგუფება 72 წლის “კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულ...
კრიმინალი • 1657092407