ქართული დამოუკიდებელი მედია ეგზისტენციური საფრთხის წინაშეა - ECPMF-ის უმწვავესი ანგარიში
პოლიტიკა • 1721131286

მედიის დევნა საქართველოში - უმწვავეს ანგარიშს თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრი აქვყნებს. გერმანული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებოდნენ, სადაც ჟურნალისტებს ესაუბრნენ და მედიის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. ანგარიშის ავტორები პირდაპირ წერენ, რომ ქართული მედია და გასაკუთრებით დამოუკიდებელი მედია, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას.
ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტების დევნისა და ძალადობის შემთხვევებიც, მათ შორის "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმე, რომელიც ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის მსხვერპლი გახდა, შემდეგ კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ერ- ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაზეც ანგარიშის ავტორები აქცენტს სვამენ, ე.წ. "სლაპ საქმეებია", როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჟურნალისტების წინააღდეგ სასამართლოში მათ დასაშინებლად აბსურდულ დავებს იწყებენ.
პრესის თავისუფლებისთვის საქართველოში მდგომარეობა კრიტიკულია. ფაქტების დამდგენმა კომისიამ თბილისში გამოავლინა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ქვეყანაში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, და ამ საფრთხეების უაკნ ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. ფიზიკური და სიტყვიები თავდასხმებიდან დაწყებული, შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესებით და არასტაბილური ფინანსური მგომარეობით გაგრძელებული ჟურნალისტებს მუშაობა დიდი დაბრკოლებების ფონზე უწევთ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება და ლგბტ პროპაგანდის შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტი უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე მდგომარეობას. ფაქტების დამდგენ კომისიასთან ყველა აღნიშნავს 2021 წლის სამარცხვინო ინციდენტს, როცა 50-ზე მეტ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ტვ პირველის ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა ოპერაციის ჩატარების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, - ნათქვამია ანგარიშში.

შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას...
საზოგადოება • 1745762220

ოლიგარქის სოლოლაკის სასახლეთან აქცია იმართება. ბიძინა ივანიშვილს დღეს "ლეიბორისტულმა პარტიამ" პოლიტიკური რეპესიების შეწყვეტა მოსთხოვა. ამ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლაშა ჩხარტიშვილს რეჟიმი დაჭერით ემუქრე...
პოლიტიკა • 1745757774

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-სადახლოს გზაზე. გავრცელებულ ვიდეომასალაში ორი მანქანის შეჯახება ჩანს, რომლის შემდეგაც, ერთ-ერთი მანქანა გზაზე მდგარ ქვეითებს ეჯახება. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 6...
შემთხვევა • 1745757611

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი და პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ვლადიმირ იაკუნინი ამჟამად თავის შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება. ვლადიმირ იაკუნინი ჯერ კი...
პოლიტიკა • 1745757536

მუხიანში, კაცს დაზიანებები მიაყენეს - ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. კაცს დაზიანება თავის არეში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცს...
შემთხვევა • 1745756648

ლიკა ბასილია-შავგულიძე: დეტალურად ჰყვება, რა დღეში არიან ქოცები სანქციების გამო, სულ დეტალურად აღწერს რა დღეში ჰყავთ ოჯახები, სიცოცხლის უფლებას გვართმევენო! ჯერ სად ხართ, ბოროტმოქმედო ქოცებო!!! ქეშით...
პოლიტიკა • 1745756358