"ქართული ოცნება" საკუთარ ხალხს ატყუებს“ - მარტა კოსი
პოლიტიკა • 1762331238
საქართველოს მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს - ეს განცხადება ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გააკეთა.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ტყუის, როცა ამბობს, რომ ქვეყანა ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს.
მძიმე ვითარებიდან გამოსავლად ევროკომისარმა ანტიევროპული კანონების გადახედვა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლის შეწყვეტა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ დევნის შეჩერება დაასახელა.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიში: საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია
ეს არის ყველაზე ცუდი გაფართოების ანგარიში ნებისმიერი კანდიდატის ქვეყნისთვის ისტორიაში, მაგრამ სამართლიანად.
[საქართველოს] მთავრობა ატყუებს ხალხს, რომ ისინი მათ ევროკავშირთან ახლოს მიჰყავს, თუმცა მთავრობა საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
ეს აშკარა უკუსვლაა ბევრ, განსაკუთრებით ფუნდამენტურ არეალში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ანტიკორუფციული ზომები, მედიის თავისუფლება. მთავრობა არ მიჰყვება მათი ხალხის ინტერესებს.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ საქართველოს მთავრობამ გადახედოს ბევრ კანონს, რომლებიც აშკარად ანტი ევროპულია, ასევე მათ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება, უნდა შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლა. ჩვენ გვიჭირს მათი მხარდაჭერა, რადგანაც, რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს მათი დახმარება, არის რისკი, რომ ისინი ციხეში მოხვდებიან.
საქართველო კანდიდატი ქვეყანა მაინც არის, მაგრამ კომისიისთვის, მხოლოდ ქაღალდზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მედიისა და განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად"- აცხადებს კოსი.
16 აგვისტოს ასტროლოგიური ფონი კვირადღეს შინაგან განტვირთვას, ემოციურ წონასწორობასა და ახალი კვირისთვის ძალების მოკრებას უწყობს ხელს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვიბიძგებს, რომ დროებით გვერდზე გა...
ეს საინტერესოა • 1786827499
კომპანია „რეპსოლი“, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ (CONNECT) ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს, ოკუპირებულ აფხაზეთში მათგან შეძენილი საწვავის რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მედიაში გავრცელებ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1786822857
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში, საძოვრებთან, დაკლული ცხენების ნარჩენები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს. ადგილობრივი მცხოვრების, ირინა არბოლიშვილის თქმით, სოფ...
შემთხვევა • 1786821002
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ინდონეზიაში, ფლორესის რეგიონიდან ჩრდილო-დასავლეთით 68 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძირითადი ბიძგი...
მსოფლიო • 1786802130
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანე...
საზოგადოება • 1786797933
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერი...
საზოგადოება • 1786787163










