ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები - ეროვნული ბანკი
პოლიტიკა • 1695047813 611

ქართულმა ბანკებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები, -ამის შესახებ ეროვნული ბანკი წერილობით გამოცემა BM.ge-ს ატყობინებს. როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
“როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხოვნების შესრულების და შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვისას ერთიანი მიდგომების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი“.
ზემოაღნიშნული მითითებისა და წესის შესაბამისად, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქცია დაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით. ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნულ ბანკში შექმნილია სპეციალური განყოფილება, რომელიც ზედამხედველობას / მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პროცესს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის ნაბიჯებს ამ მიმართულებით,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის წერილობით განმარტებაში.

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...
სოცმედია • 1696019100

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.
სოცმედია • 1696018800

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...
სოცმედია • 1696018500

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...
საზოგადოება • 1696018200

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა. @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili
სოცმედია • 1696017900

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.
სოცმედია • 1696017300