„ქართველი ერის წინაშე ბოდიში ივანიშვილს აქვს მოსახდელი“ - გენერლები

პოლიტიკა 1726396883

ივანიშვილი

ქართველი ერის წინაშე ბოდიში თავად ივანიშვილს აქვს მოსახდელი, - ასე ეხმაურებიან გენერლები ივანიშვილის სკანდალურ განცხადებას. აკია ბარბაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქმა რუსეთის მიზნები გააჟღერა. ის პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას სათავეში სამშობლოს მოღალატე ხელისუფლება ჰყავს.

დაიწყო უფრო მზაკვარი ოპერაციის, დიხა, რუსეთის სპეცოპერაციის გაჟღერება ბიძინა ივანიშვილის პირით, რომ რუსეთის მიერ ორთავე ოკუპაციის პერიოდში ყველა სამხედრო, ვინც მიიღო მონაწილეობა ქვეყნის თავდაცვაში, დასჯადია. ანუ რუსეთის საინფორმაციოს პროპაგანდული საშუალებების ხაზია, ვინც რუსეთის არმიას წინააღმდეგობა გაუწია ან გაუწევს, ის სამხედროები დაისჯებიან. ბოდიში აქვს ბიძინა ივანიშვილს მოსახდელი ქართველი ერის წინაშე და „ოცნების“ იმ მესვეურებს, რომლებიც ურცხვად აგრძელებენ ქვეყნის ღალატს. დიახ, ჩვენ გვყავს ქვეყნის, სამშობლოს მტერი ელისუფლება, - ამბობს აკია ბარბაქაძე.
"ეროვნული ინტერესების ღალატს" უწოდებს ივანიშილის განცახდებას გიორგი რუხაძეც. ის პირდაპირ ამბობს, რომ ამ შინაარსის განცახდებები მხოლოდ რუსეთის ინტერესშია, რომლიც დავალებასაც ოლიგარქი პირნათლად ასრულებს.

 

ეს არის ღია და აშკარა საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და ეს განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით არის წარმოუდგენლად სამარცხვინო. ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ეს აწყობს და რომლის ინტერესებშიც ეს არის, ეს არის რუსეთი. შესაბამისად, მგონია, რომ ივანიშვილი პრიდაპირ ასრულებს რუსეთის დავალებას და პლიუს, ეს ყველაფერი არის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რიტაც ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და საზოგადოება ომით დააშინოს და ომთან ასოცირება გააძლიეროს, - ამბობს გიორგი რუხაძე.  ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მემორანდუმი - ცესკო
ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ, ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...

საზოგადოება 1728481098

გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...

საზოგადოება 1728469283

მიხეილ სააკაშვილი
„ჩემს ადვოკატს აუკრძალეს დოკუმენტების შემოტანა, თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.   "გუშინ ევროპარ...

პოლიტიკა 1728467766

სასამართლოო საკონს
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.   მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...

პოლიტიკა 1728465140

პოლიტიკა
„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...

პოლიტიკა 1728464809

ისრაელია
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს

საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...

პოლიტიკა 1728464459