ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი... მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას - კრამონი
პოლიტიკა • 1653565073 245

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები არასდროს აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ე.წ არჩევნებსა და ე.წ რეფერენდუმს.
კრამონის თქმით, ევროპული ღირებულებებითა და იდენტობით, მიესალმებიან საქართველოს ევროპულ ოჯახში, როდესაც ქვეყანა დაუბრუნდება დემოკრატიზაციის გზას.
"ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. გასულ საუკუნეში, თქვენ ის ორჯერ გამოაცხადეთ, პირველად რუსეთის იმპერიიდან, მეორედ საბჭოთა კავშირიდან. დამოუკიდებლობა არ არის მარტივი, ის მოითხოვს ბრძოლასა და რთულ შრომას.
ამ რთულ დროს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მიწების ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, არასდროს ვაღიარებთ ე.წ არჩევნებს და ე.წ რეფერენდუმს რუსეთთან შეერთებაზე. ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
დამოუკიდებლობა ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას თქვენს აწმყოზე და მომავლის განსაზღვრას. ქართველებმა უმრავლესობით აირჩიეს ევროპული მომავალი. თქვენი ევროპული ღირებულებებითა და იდენტობით, მოგესალმებით ევროპულ ოჯახში, როდესაც დაუბრუნდებით დემოკრატიზაციის გზას", - წერს კრამონი.

როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - ოპოზიცია ალტერნატიულ გეგმაზე მსჯელობს. პარამენტში დღეს ოპოზიციური პარტიების წევრები და ლიდერები არიან შეკრებილები. შეხვედრა დახურულ კარს მი...
სამართალი • 1656855080

მესამე სექტორმა "ფონდ ღია საზოგადოების" ოფისში ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო გეგმა წარმოადგინა. არასამთავრობოებმა ის 12 პუნქტი განიხილეს, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატ...
საზოგადოება • 1656854746

უზბეკეთმა ყარაყალპაკეთში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - მიზეზი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო რეგიონში მიმდინარე დემონსტრაციებია. დემონსტრაციები პარასკევს, 1 ივლისს, მას შემდეგ დაიწყო, რ...
მსოფლიო • 1656849083

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 4 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დ...
საზოგადოება • 1656849000

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს პოლიტიკური და უს...
პოლიტიკა • 1656847562

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტები დალოცა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღე...
რელიგია • 1656847310