ქიმიური იარაღის სკანდალი - საფრანგეთში ივანიშვილის როლის გამოძიებას ითხოვენ
პოლიტიკა • 1764695865
ქიმიური იარაღის სკანდალი - BBC-ის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება მთავარ თემად რჩება არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
BBC: 2024 წელს დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომისდროინდელი ტოქსიკური ნაერთი, „კამიტე“ გამოიყენეს
ფაქტს პარიზის მერიის წარმომადგენელი, ეროვნული ასამბლეის წევრი ჟენევიევ გარიგოსი გამოხმაურა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, საპატიო ლეგიონის ორდენი უნდა ჩამერთვას.
მისი თქმით, ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია. რაც შეეხება მომწამლავი გაზის შესაძლო გამოყენებას, მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს საერთაშორისო გამოძიების საგანია და ვფიქრობ გაერო უნდა დაინტერესდეს.
დღეს აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოსა და ევროპაში. ერთ-ერთი პირველი, რასაც ქართველები გვეუბნებიან შეხვედრისას არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ფრანგულ პასპორტს ატარებს და მეტიც, საპატიო ლეგიონის ორდენი აქვს, რომელიც ვფიქრობ, რომ უნდა ჩამოვართვათ.
ასევე ვფიქრობ სანქციები მის წინააღმდეგ გარდაუვალია. თუ ის საფრანგეთის მოქალაქეა და მას წვლილი მიუძღვის დანაშაულების ჩადენაში ის უნდა მიეცეს სამართლებრივ პასუხისგებაში მათ შორის აქ საფრანგეთში.
რაც შეეხება მომწამლავი გაზის გამოყენებას, ეს საერთაშორისო გამოძიების საგანია და ვფიქრობ გაერო უნდა დაინტერესდეს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დამოუკიდებელი გამოძიება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა, რა ტიპის გაზი იყო გამოყენეული, ვინ იყო მომწოდებელი. ასეთი დანაშაული თუ მას ადგილი ჰქონდა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს"- თქვა მან.
მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...
განათლება • 1789282609
13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...
ეს საინტერესოა • 1789243500
„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...
პოლიტიკა • 1789239110
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...
საზოგადოება • 1789228734
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...
პოლიტიკა • 1789226476
ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით დაკავებული ნევროლოგის, მაია კოხტაშვილის საქმეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმის დაკავების რეალური...
საზოგადოება • 1789219230










