ქიმიური სკანდალი: „იტალიის მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს“ - იტალიელი სენატორი

პოლიტიკა 1764736241

სპეცრაზმი


 
იტალიელი სენატორი, მარკო ლომბარდო სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძიებას ეხმაურება და წერს, რომ “[იტალიის] მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს.“.

მეტს რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ მმართველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ქართველი ხალხის დასაცავად დაიკავოს პოზიცია? -წერს ის.

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” სისტემატურად იყენებს ძალადობასა და დაპატიმრებებს, როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ხმების ჩახშობის ინსტრუმენტს.

“ქიმიური იარაღი საქართველოში? [იტალიის] მთავრობამ ელჩი უნდა გამოიძახოს.

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ საქართველოში პროტესტზე გამოსული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ერთ წელზე მეტია ვამბობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოში არალიბერალური რეჟიმი დაამყარა, რომელიც სისტემატურად იყენებს ძალადობასა და დაპატიმრებებს, როგორც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ჩახშობის ინსტრუმენტს.

ამ დარღვევებს ახლა სერიოზული ბრალდება დაემატა: ქიმიური იარაღის გამოყენება, რაც ადამიანის უფლებებს არღვევს. მეტს რას უნდა ველოდოთ, რომ იტალიის მთავრობამ მმართველი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ და ქართველი ხალხის დასაცავად დაიკავოს პოზიცია?

სასწრაფოდაა საჭირო საქართველოში იტალიის ელჩის გამოძახება, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე სასარგებლო განმარტებების მოწოდება მოვთხოვოთ.

დღეს ქართველობა თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ევროპული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ჩვენ საქართველო ვართ. ჩვენ ევროპა ვართ,” - წერს ლომბარდო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აღდგომა
ქრისტე აღდგა! "ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

"ნიუპოსტი" გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა!

რელიგია 1775937165

მეუფე შიო
სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონაზონნო, სრულიად საქართველოს ყოველნო მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღ...

რელიგია 1775936306

ცეცხლი
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იერუსალიმში (ვიდეო)

11 აპრილს, 15 საათსა და 14 წუთზე, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარ...

რელიგია 1775906838

 წითელი პარასკევი
დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნ...

საზოგადოება 1775802679

უნგრეთის საგარეი მინისტრი და ლავროვი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელე...

მსოფლიო 1775754397

ფაშინიანი პუტინი
"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ“ - ფაშინიანი

"სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ. [...] ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ...

მსოფლიო 1775754061