"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

პოლიტიკა 1762958294

მაკო გომური

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს.

20 ივნისს დაზარალებულის, რომელმაც ცალი თვალი დაკარგა, თქმით, მთავარია "ოცნების" ექს-პრემიერმა თქვას, ვინ გასცა 2019 წელს ხალხის დარბევის ბრძანება.

 

მაკო გომური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას არაერთხელ ჰქონდა შანსი სწორი მხარე აერჩია, თუმცა ასე არ მოიქცა. 20 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ქალის თქმით, "ქართული ოცნების" ყველა მხარდამჭერს დაუდგება ესეთი დღე.

 

ორი მხარეა, ერთი რომ ქოცების სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანი, მითუმეტეს რომელიც მათ წინააღმდეგ მიდის და მეორე მხარე არის ის, რომ თითქოს მაგალითივით არის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ხალხის წინააღმდეგ წავიდა ოდესმე, უსამართლობაზე თვალი დახუჭა და არაერთხელ ჰქონდა მას შესაძლებლობა, რომ სწორი მხარე აერჩია და თუ მართლა უდანაშაულო იყო იმ საქმეში, ვთქვათ 20 ივნისის საქმე ავიღოთ პირობითად, თუ მართლა უდანაშაულო იყო, დამდგარიყო სწორ მხარეს, ეღიარებინა თავის დროზე და ჩვენთვის სასიკეთო გაეკეთებინა. არა ის, მხოლოდ იმის თქმა, რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ, შეეძლო, რომ საქმეში გამოეხატა ეს პასუხისმგებლობა.

 

შესაბამისად ამ მხრივ რომ შევხედავთ, მშვენიერი მაგალითია ადამიანებისთვის, ვინ დღეს ამ სისტემას ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან რომ იცოდნენ რამხელა ორმოში არიან ჩაყრილები, როდესაც ბევრი წლის მიერ მოუნდებათ რომ დატოვონ ეს ძალიან ცუდი ადგილი, რა ბედიც ეწევათ.

 

აბსოლუტურად ყველა ადამიანზე მჯერა, ვინც დღეს ქოცებთან ერთად არის, რომ აუცილებლად ეს დღე დაუდგება ყველა მათგანს.

 

გახარიას ბრალეულობა უშუალოდ იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ქმედებები არ მოჰყვა მისი არაფერი გარდა იმისა, რომ პასუხისმგებლობა აიღო და რაზე აიღო, ყველა ინტერვიუში დღემდე რაც ჰქონია იძახის, რომ შტურმი მოიგერია და ეს იყო მისი სწორი ნაბიჯი. რა იყო სწორი ნაბიჯი და შტურმის მოგერიება, რომ ხალხისთვის თვალები ამოეთხარა? - სიგიჟეა.

 

ქოცების სასამართლოში არასდროს არ მივალ და არავის წინააღმდეგ არ მივცემ ჩვენებას," - ამბობს მაკო გომური.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე, მთავარმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, საქმე ეხება 20 ივნისის ეპიზოდს და ე.წ. ჩორჩანას საქმეს.

 

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს ან ხვალ მიმართავს.

 

რამდენიმე საათში, გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა  გენერალურ პროკურატურაში მივა, სადაც  საქმის მასალებს გაეცნობა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688