"ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან" - ზურაბ ჯაფარიძე
პოლიტიკა • 1712157598
ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, ჩვენ გვაქვს უკვე კონსულტაციები სხვა პარტიებთან - აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამჭვირვალობის კანონის კომენტირებისას. ჯაფარიძის თქმით, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს.
„ჩემი აზრით, ისინი მოახერხებენ თუ არ მოახერხებენ ამ კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] გატანას, ისინი ამ მიზნის მიღწევას მაინც ახერხებენ. ვხედავთ პერმანენტულ თავდასხმებს დასავლურ ფონდებზე, რომელიც არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით პაპუაშვილის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ პასუხი უნდა გასცენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა არჩევნებზე, 26 ოქტომბერს.
ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც რეკომენდაციებს შეასრულებს, ეს სჭირდება ამ ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება ნორმალური სასამართლო, ნორმალური არჩევნები, მათ შორის ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ქუჩა და პროტესტი არის ერთადერთი გზა, მე არ ვიცი ამის მზაობა რამდენად არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები სხვა პარტიებთან“, - აცხადებს ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












