„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა“ – შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1734079138

პაპუაშვილი შალვა

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან. დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. 

 


პაპუაშვილის თქმით, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას უწყობს ხელს, მტრობს ქვეყანას და ქართველ ხალხს.

„ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. აქციების დაწყებიდან საკმარისი დრო გავიდა. მოვისმინეთ პროტესტი, უკმაყოფილება, პრეტენზიები და საყვედურები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად ვცდილობთ, ვუპასუხოთ ყველაფერს. ვცდილობთ, ავხსნათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი და დემონსტრაცია დაცულია, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმა და მასობრივი ძალადობა აუცილებლად აღიკვეთება. ვცდილობთ, ავხსნათ, რომ არავითარი ჩელიაბინსკი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, მისი დედაქალაქი თბილისი და მთავარი გამზირი – რუსთაველი. აქ ისევ ისე თენდება და ღამდება. ქვეყანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს არჩეული გზით სვლასა და ცხოვრებას, როგორც მანამდე, განვლილი 12 წლის განმავლობაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად, თანმიმდევრულად, ჩვენ მივყვებით დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. მივიწევთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის აუცილებელი და ფუნდამენტური ნაწილია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. სწორედ ისეთი, როგორიც ჩატარდა 26 ოქტომბერს. ამ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა ხმათა სრული უმრავლესობით, მიიღო მილიონ ასოცი ათასი ხმა, მთლიანი შედეგის 54%.

 

ყველა, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ესე არ მომხდარა, ცრუობს. ის, რომ ვერავითარი მტკიცებულება და საბუთი მათ ვერ წარმოადგინეს, გამქრალ თუ გაჩენილ სამასი ათას ამომრჩეველზე და ელექტრონულ ჩარევებზე, სრულიად ბუნებრივია. ის რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერც გაჩნდება. სიცრუის ამ კამპანიას ჰყავდა ინიციატორები, ავტორები, გამავრცელებლები და აქტივისტები. ეს ზუსტად იგივე ხალხია, რომლებიც ასეთივე წარმატებით ატყუებდნენ მათ პოტენციურ ამომრჩეველს 26 ოქტომბრამდეც, რომ ხალხის უმრავლესობა ოპოზიციის მხარესაა, რომ არჩევნებზე ყველაფერი შეიცვლება. ის ვინც ეს დაიჯერა, მოგვიანებით შიშველი სიმართლის და რეალობის წინაშე დადგნენ და გაოგნდნენ. მათთვის წარმოუდგენელია, რომ წააგეს. ამ რეალობის უარყოფის შედეგია, ის რასაც ჩვენ ამ დღეებშ ქუჩაში ვხედავთ. სინამდვილეში კი, არავინ დამარცხებულა. ყველამ მიიღო მისი კუთვნილი ხმა, პროცენტები და წარმომადგენლობა. ყველას უფლება არის დაცული, ყველას ხმა ისმის. ყველას აქვს საშუალება ,იცხოვროს მშვიდად და პოლიტიკითაც სრულიად კონვენციური ფორმით დაკავდეს. ერთადერთი, ვინც დამარცხდა, არიან საქართველოს მტრები. ისინი, ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში სიმშვიდე, განვითარება, თანმიმდევრული წინსვლა.

ჩვენს მტრებს სურთ ცვლილება ნებისმიერ ფასად. მათ სურთ ეროვნული, კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება ყველა მეთოდის გამოყენებით. დიახ, ეს უთანასწორო ბრძოლაა, მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი. ის ვინც გვენდო და ვინც დაუჯერა ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის ხალხი, რომელიც გონების გარდა, გულითაც გრძნობს უცხოეთიდან თავსმოხვეულ კერპებს. პროტესტის რადიკალური ნაწილის არაადეკვატურობა კუბოების დაწვასა და ვუდუს რიტუალებშიც კი გადაიზარდა, მივიღეთ უცხოელის კერპად შემრაცხველთა მთელი კოჰორტა, რომელთათვისაც უცხოელის სიტყვაა უზენაესი და უმთავრესი. სწორედ აქ გადის არსებითი წყალგამყოფი ჩვენსა და რადიკალებს შორის, ვისთვისაც უზენაესია გარე ძლიერი ბატონის ქვეშევრდომობა, თაყვანისცემა და ვისთვისაც ჯერ საკუთარი ქვეყანაა, საკუთარი ეროვნული ინტერესია, საკუთარი თვითმყოფადობა და ვისთვისაც საქართველოა უპირველეს ყოვლისა. ამაზე დგას „ქართული ოცნება“ და ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყნის გარედან მართვას. ამ უმთავრეს საკითხში ვერ ვთანხმდებით საქართველოს ხელისუფლება და გარედან მართული ოპოზიცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული.

„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქვრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება. რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე, ჩვენი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. ჩვენ მოვდივართ 90-იანი წლებიდან და ზუსტად ვიცით, რა დაუჯდა ქვეყანას გლობალურ კატაკლიზმებში დაუფიქრებლად და გამოუცდელად თავის ამოყოფა. ეს ახსოვს ხალხს, ამიტომ ესმის ჩვენი. სწორედ ამიტომ ვართ მტკიცედ და ამიტომ არ ვიხევთ უკან ჩვენს გზაზე. ამიტომ არ ვეპუებით მტრებს, რადგანაც ჩვენ უკან ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხია. ერთადერთი გულისტკივილი, რასაც განვიცდი, არის იმ ხალხის პოზიცია, რომელიც შეიძლება კრიტიკულადაა განწყობილი, მაგრამ უყვარს თავის ქვეყანა და რთულად ესმის ის გზა, რომელსაც მიჰყვება ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ობიექტურად ყველა მიხვდება, თუ რას ვემსახურებით ჩვენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაკო გომური
"ქოცების სასამართლოში არ მივალ" - მაკო გომურის პირველი კომენტარი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე

მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...

პოლიტიკა 1762958294

ქოცები ყვარელი
„ყვარლის მერის მოადგილემ საკრებულოს თავმჯდომარის ძმას სცემა, შემდეგ ძმებმა - მას“ - პროკურატურა

პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...

კრიმინალი 1762955531

იტალიის პოლიცია
ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით იტალიაში, ქალაქ რომში, საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...

კრიმინალი 1762955427

დოროთე ყურაშვილ
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია"- ევროკომისიის პასუხი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს

"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...

პოლიტიკა 1762953937

ბიძნა გახარია
"ივანიშვილის პერსონალური ვენდეტა" - გახარიას გუნდის პირველი კომენტარი

 გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...

პოლიტიკა 1762952375

მირცხულავა
"აბა რა ეგონა(თ)... აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა"... ვაი, თქვენს პატრონს უბედურს“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...

სოცმედია 1762950250