„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე
პოლიტიკა • 1776398354
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.
ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან პროგნოზთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც პროგნოზებიც არის საქართველოსთან მიმართებით, ეს შემთხვევითი არ არის. ამას აქვს თავისი ახსნა. როდესაც საუბარია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლაზე, ეს ყველაფერი მოაქვს მშვიდობას. რა ფასად დაუჯდა საქართველოს მშვიდობის შენარჩუნება, საზოგადოების დიდი ნაწილი კარგად ხედავს და აფასებს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მტკიცე, პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესები უნდა იყოს დაცული და ვერავინ მოგვხვევს თავს, ვერ გვიბრძანებს, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას, სანქციებს შევუერთდეთ, რომელიც დამაზიანებელი და დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული ეკონომიკისთვის. შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებით სახეზეა ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ეს მოგცვემს შესაძლებლობას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის ადამიანები, ის ოჯახები, რომელთაც დღეს ჯერ კიდევ უჭირთ, მიიღებს ის ბენეფიტი, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778846299
დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840400
ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778840160
უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1778839500
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...
პოლიტიკა • 1778827689
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778826178








