რა არ თქვა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე - ექსპერტების შეფასებები
პოლიტიკა • 1771144503
რა უნდა ეთქვა და არ თქვა მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე — საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას ექსპერტების კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებით, საერთაშორისო ფორუმი ვერ იქცა პლატფორმად, სადაც საქართველო კონკრეტული ინიციატივებითა და მკაფიო გზავნილებით წარდგებოდა.
მინისტრის მიერ გაჟღერებულ თემებს არასაკმარისად მიიჩნევს თინა ხიდაშელი. მისი თქმით, „შუა დერეფნისა“ და სატრანზიტო ფუნქციის შესახებ ზოგადი საუბრები რეალურ შედეგს ვერ მოიტანს, თუ ისინი ხელშესახებ პროექტებსა და გადაწყვეტილებებზე არ იქნება მიბმული.
მთელი ეს იდეა, რასაც ის კონკრეტული ეძღვნებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილი საუბრობდა, შუა დერეფანი, საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, რეალურ ცხოვრებაში უკვე ღრად არასერიოზულია, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის გარეშე არაფერი ახალი საქართველოსთვის არ მოხდება - ერთი და მეორე, სომხეთ-აზრებაიჯანთან დაკავშირებით მიმდინარე ამერიკული საუბრების, მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების კვალობაზე, საქართველოს სჭირდება, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდეს რეალური, კონკრეტული, ხელშესახები პროექტებით, არა ზოგადად, საუბრებით იმაზე, რა გვინდა, რა კარგია და გეოგრაფია როგორი გვაქვს, არამედ კონკრეტული შეთავაზებებით და სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ის, რაც არ მოგვისმენია და რისი მოლოდინიც, ვფიქრობ, რომ არავის გვაქვს "ქართული ოცნებისგან", - ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველოს წარმომადგენლობის სიმცირესა და ქვეყნის ხილვადობის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას თინათინ ახვლედიანი. მკვლევარი მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიის, უკრაინისა და ევროინტეგრაციის დისკუსიებში საქართველოს აქტიურობა და ოფიციალური პოზიცია ნაკლებად იკვეთებოდა.
წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია, პირიქით, უნდა ყოფილიყო ასპარეზი საქართველოსთვის, რომ საქართველოც ყოფილიყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პანელური, არაპანელური თუ ოფიციალური თუ არაოფიციალური შეხვედრების მთავარ სცენაზე, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ დღეს საქართველო აქ არის. მე ვიტყოდი, რომ პირიქით, საქართველო საკმაოდ იზოლირებულია. უბრალოდ, საქართველოს პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს წარმოდგენილი, რომელ კონკრეტულ დისკუსიებში იღებენ ისინი ონაწილეობას და სად არის დაფიქსირებული საქართველოს ოფიციალური პოზიცია. ამიტომ, სამხრეთ კავკასიასთან თემებზე მიდინარე პანელებზე ძალიან კარგი იქნებოდა საქართველოს მეტი მონაწილეობა და თავისთავად, იმ ყველა პანელზე, სადაც განიხილება უკრაინა და ევროინტეგრაცია, სადაც საქართველო დღეს თავისთავად არ განიხილება. მარტა კოსიც იქ იმყოება დღეს ბევრ ევროპელ ლიდერთან ერთად და ის ძალიან აქტიურად არის ჩართული იმ თემებზე, რაც ეხება ევროკავშირის, მაგრამ საქართველო, ამ შემთხვევაში, ამ ღონისძიებების მონაწილე არ არის რამდენად მე ვიცი, - ამბობს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი თინათინ ახვლედიანი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში „მიმზიდველი და მზარდი ეკონომიკაა“ და ქვეყნის მაჩვენებლები „ევროპულ ეკონომიკებთან შედარებითაც შთამბეჭდავია“. მისი თქმით, საქართველო ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოს სთავაზობს და ხელისუფლების პირობებში შეუძლია პარტნიორების სანდო მოკავშირე გახდეს.
ბოჭორიშვილა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თუმცა რუსეთისგან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე დეტალურად არ უსაუბრია.
"ფიგურული ცურაობა" - მიხეილ ყაველაშვილი
პოლიტიკა • 1773078330
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟს, მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევა მიულოცა. გავრცელებული ინფორ...
მსოფლიო • 1773078042
მოჯთაბა ხამენეიმ უზენაესი ლიდერის რანგში პირველი მიმართვა გაავრცელა. „მშვიდობა დიდებულ, მამაც და ღირსეულ ირანელ ერს, რომელმაც მტკიცედ გაუძლო ყველა განსაცდელს.დღეს ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ერთგულად გავა...
მსოფლიო • 1773077710
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა. "ივანიშვილი არის დასამხობი" - ახალაიას ამ ფრაზის გამო, რომელიც მან სასამ...
პოლიტიკა • 1773077061
ფარულ ჩანაწერში ქალი, რომელიც მოქალაქეს 60 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ მერიაში გარანტიებს ჰპირდება, რიმა ოთარაშვილია - "ქართული ოცნების" სტაჟიანი გულშემატკივარი და მარნეულის მერიის თანამშრომელი....
კრიმინალი • 1773074848
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30 პროცენტი იყო ევროკავშირის...
პოლიტიკა • 1773061331












