„რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია, ბოლოს და ბოლოს?! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს - ამას გვაყვედრიან?“ - ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკა 1762268600

ირაკლი ქადაგიშვილი

რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს - ამას გვაყვედრიან ქართველ ხალხს, რომელმაც ევროპისათვის და ნატოსთვის ამხელა ბრძოლა გასწია?! მთელ ნატოში საუკეთესო კონტინგენტები გვყავდა და ერთი თოფი არ უჩუქებიათ საქართველოსთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ წაართმევენ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციას".

„მათი შეფასებები მიუღებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნებში წააგეს. მის მერე ისინი არიან საქართველოსთან შურისძიების პოზიციაში გადმოსულები. ხომ გახსოვთ, როგორ მოგვანიჭეს ჩვენ ვიზალიბერალიზაცია?! უბრალოდ სხვა შანსი არ ჰქონდათ. მაშინ ასე კი არ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, რომ რეფორმები გაატარა, არამედ თქვეს, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობას კი არა ქართველ ხალხს ვანიჭებთო, ამიტომ ახლა დაველოდოთ, როგორ წაართმევენ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციას“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ვიზალიბერალიზაციის დაკარგვა ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ქადაგიშვილი პასუხობს რომ „არა".

„ჩვენი პასუხისმგებლობა არ იქნება და რატომ - იმიტომ რომ არ შეიძლება შენ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რატომ ჩაატარე გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნები და რატომ გაიმარჯვე. არ შეიძლება შენ პასუხისმგებელი იყო გამჭვირვალობაზე, რაც ევროპაში, მაგალითად, ყველგან მიღებულია რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. არ შეიძლება სახელმწიფოს დააკისრო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ თავის ვალდებულებას ასრულებს და ათასგვარი რევოლუციური სცენარს არ აძლევს გასაქანს. ეს არ არის პასუხისმგებლობა. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. არ შეიძლება პასუხისმგებლობა დააკისრო შენ სახელმწიფოს იმაზე, რომ შენ შეგიძლია ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მაუწყებლობა დააფუძნო. არ შეგიძლია პასუხისმგებლობა დააკისრო სახელმწიფოს იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს არც ერთი სატელევიზიო არხი არ აუკრძალია, არ მიუთვისებია და პირიქით, მიმტაცებლებს ჩამოართვა და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა სასამართლოს გზით“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „ქართველმა ხალხმა ვის მოსთხოვოს პასუხი“, უმრავლესობის დეპუტატი პასუხობს, რომ „ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს იმას, ვინც იქნება საქართველოში დემოკრატიაზე ასეთი ორკესტრირებულო შეტევის ავტორი“.

„ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის ყველაზე დაბალი ღობე, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრო და გაუვიდეს. რა არის ეს ვიზალიბერალიზაცია ბოლოს და ბოლოს?! 90 დღით მიდიხარ უცხოეთში ისე, რომ საელჩოში რიგში დგომა არ გიწევს. და ამას გვაყვედრიან?! ამას აყვედრიან ქართველ ხალხს?! ქართველ ხალხს, რომელმაც ევროპისათვის და ნატოსთვის ამხელა ბრძოლა და შრომა გასწია და კიდევ იმას გვიკიჟინებდნენ, რეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რატომ არ მიიღეთო და ვინ იყო ჩვენი დამცველი?! მთელ ნატოში საუკეთესო კონტინგენტები გვყავდა და ერთი თოფი არ უჩუქებიათ საქართველოსთვის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, „დიდი არაფერია ვიზალიბერალიზაცია?", ქადაგიშვილი ასე პასუხობს: დიდი იცი რა არის?! დიდი არის საქართველო, საქართველოს გადარჩენა, ამ ქვეყანაში მშვიდობა და არა ის, რომ საქართველო იყოს მარიონეტი ქვეყანა, რომელსაც გამოიყენებენ ისე, რომ ვიზალიბერალიზაცია კი არა ბომბების წვიმას რომ ნატრულობდნენ აქ, ის გახდება მერე თავში სახლელი”.

„ეს არის მთავარი საქართველოსთვის და ნუ გეშინიათ თქვენ, ვიზალიბერალიზაცია არ არის ის თემა, რომელსაც ასე ადვილად მოკიდებენ ხელს, იმიტომ რომ მათ ქართველ ხალხს მიანიჭეს ვიზალიბერალიზაცია და ახლა უნდა დასაჯონ საქართველოს ხალხი. არ აპირებენ და ამიტომ ვერც დააპირებენ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები. საქართველო არის მართალი. ეს ქვეყანა არ არის ჩალით გადახურული," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
განცხადება
„ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის - ქართველ ხალხს“ - 7 ოპოზიციური პარტიის განცხადება

ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახი...

პოლიტიკა 1762525225

გახარია ზურაბიშვილი
დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც?

დაიწყებს თუ არა "ოცნება" სამართლებრივ დევნას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის წინააღმდეგაც? - 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას...

პოლიტიკა 1762522581

ოპოზიციის ლიდერები
ვინ მისცა რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები

"პირველებმა" იმ ოქროს მოწმეების ვინაობა გაარკვია, ვინც რვა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებები მისცა. 36 ტომიან საქმეს ორი მოწმე ჰყავს - ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. სწორედ "ნეიტრ...

პოლიტიკა 1762522090

დიტო სამხარაძე ივანიშვილი
„ჩვენს მაგარ ქვეყანას თავში ვერავინ წამოარტყამს“ - დიტო სამხარაძე

"რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი, დღეს საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და მშვიდობიანი სახელმწიფო არ იარსებებდა! უამრავი გაუბედურებული ოჯახი, დახოცილი და დევნილობაში მყოფი მოქალ...

სოცმედია 1762519794

სააკაშვილი ივანიშვილი
„მიშას ბიძინა უნდა დაეჭირა 2012 წელს, სახელმწიფო გადატრიალების მუხლით“  

სინდისის პატიმრის, ირაკლი ქერაშვილის და, ქეთუნა ქერაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ახალ სამართლებრივ დევნას ეხმაურება და წერს, რომ ამ ლოგიკით, რასაც ახლა "ოცნება" ოპონენტების...

სოცმედია 1762446349

ანა შაქარიშვილ
 eCommerce Day Georgia 2025-ზე ანა შაქარიშვილმა საქართველოს ბანკის გამოცდილება გააზიარა

31 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის  ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1762439111