რა დაადასტურა თურნავამ და რატომ ჩქარობს ოლიგარქი - გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებები
პოლიტიკა • 1739794246
“ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რადგან მისთვის ყოველი დღე არის მტკივნეული“ - ამის შესახებ თანაინვესტირების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის ოლიფარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართო, რათა “საკუთარი ნარატივი“ დაემტკიცებინა.
ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რადგან მისთვის ყოველი დღე არის მტკივნეული, თვალსაჩინო ხდება მისი გამოძალვის ოპერაციის მთელი ბედკრულობა. მან ჩართო მაქსიმალურად ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რაც კი შეეძლო, რათა დაემტკიცებინა თავისი ნარატივი", - ამბობს ბაჩიაშვილი.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილის ინვესტორობის შესახებ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.
ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა, თუ სხვა ეფუძნებიან პროკურატურის დადგენილებას და იმის გარშემო მოძრაობენ. მაგალითად ეროვნულმა ბანკმა, ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და “ქართუს“ მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და მოგვივლენენ, როგორც ჭეშმარიტებას
ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმის, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი, არ არსებობს. მან მოიშველია ქართუს ბანკის წერილი, სადაც ის ტავადვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორიო, ე კი საკამრისი იყო, რომ დაგვეჯარიმებინაო“ - დასძინა მან.
რაც შეეხება ექსპერტის გამოკითხვას, რომელმაც ჩანაწერში ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო, ბაჩიაშვილის თქმით, მას “არ გამოუყენებია არცერთი ინდუსტრიული ნორმა, რის საფუძველზეც იტყოდა, რომ იყო ამდენი მონტაჟი, წყვეტები და ა. შ.“
მიუხედავად იმის, რომ ტექნიკურ საკითხებში ვარ დილეტანტი, ჩემთვისაც გახდა ცხადი, რომ ამ ქალბატონს არ გამოუყენებია არცერთი ინდუსტრიული ნორმა, რის საფუძველზეც იტყოდა, რომ იყო ამდენი მონტაჟი, წყვეტები და ა. შ. მან ვიზუალურად დაათვალიერა ეს ჩანაწერი და გამოიტანა დასკვნები, თუმცა, ნებისმიერი პროფესიონალური საექსპერტო ბიურო იყენებს სტანდარტებს, რაც ადასტურებს, რომ ჩანაწერებში იყო ჩარევა. აქ ამას ადაგილი არ ჰქონია და მან თვითონვე განაცხადა, რომ ციფრობრივი კვლევა და დასკვნა არ არსებობს“, - თქვა მან.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერი ექსპერტიზაზე გერმანიაშიცაა გაგზავნილი იმის დასადგენად, რომ ის ავთენტურია, რომლის პასუხსაც უახლოეს დღეებში ელოდება.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












