პოლიტიკა • 1738737842
სპეციალური პენიტენციური სამსახური ჟურნალისტ მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და თანხმობას აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბრალდებულ მ.ა.-ს კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით.
ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად.
ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდირებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.
ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად.
განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.
მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!
პოლიტიკა • 1739916169
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...
პოლიტიკა • 1739914256
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი