რა ჯილდო და რისთვის გადასცეს ირაკლი კობახიძეს

პოლიტიკა 1675009264    860

კობახიძე

"საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბილბაოში ისაუბრა, სადაც ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს.

„საქართველო გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპას აზიასთან და აქვს დიდი პოტენციალი, შემდგომ განავითაროს სატრანზიტო ფუნქცია და შესაძლებლობები. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ უზრუნველვყოფთ ნაყოფიერ ნიადაგს ეკონომიკური საქმიანობისა და ინვესტიციებისთვის ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობისა და თანმიმდევრული პოლიტიკის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა 2021 და 2022 წლებში.

ამ ტენდენციით საქართველო ხდება კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა თანამშრომლობისთვის მისი ყველა მეგობრისა და პარტნიორისთვის. ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ შევიტანეთ ოფიციალური განაცხადი და იმედია, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს.

თქვენი მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად. საერთო ჯამში, ასევე ზოგადი კონტექსტი იძლევა ნაყოფიერ ნიადაგს ბასკეთსა და საქართველოს შორის მეგობრობის შემდგომი განმტკიცებისა და თანამშრომლობის განვითარებისათვის. მე მივიჩნევ ამას, როგორც ჩემს პასუხისმგებლობას, გავაკეთო ყველაფერი ამ პოზიტიური ტენდენციის ხელშეწყობისთვის“, - ამბობს ირაკლი კობახიძე. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157

სამხარაძე
თათია სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება - HRH

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...

საზოგადოება 1679931701

პოლიტიკა
ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს... გრცხვენოდეთ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას გმობს და ბოლო დღეების განმავლობაში, თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება...

პოლიტიკა 1679931539