რა კითხვები დაუსვა დავით ჯანდიერს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამომძიებელმა

პოლიტიკა 1760258509

დავით ჯანდიერი

რის გაგებას ცდილობდა გამოძიება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატისგან? გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ დავით ჯანდიერმა თქვა, რომ კითხვები კონფიდენციალურ ინფორმაციას შეეხებოდა, რაც პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მათზე პასუხის გაცემას კანონი კრძალავს.

იყო კითხვები, რომლებიც ეხებოდა კლიენტის და ადვოატის ურთიერთობას და ეს შესაბამისად, როგორც კონფიდენციალური ტიპის ინფორმაცია, მასზე პასუხის გაცემას კანონი კრძალავს და შესაბამისად, ასე იყო. როდესაც ადამიანი არის მართალი, სხვა, პარალელური რეალობა ვერ შეიქმნება. იყო მათ შორის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ბატონ ქემოკლიძეს ვიცნობდი თუ არა, არასდროს არანაირი შეხება ამ ადამიანთან არ მქონია. მერე იყო შეკითხვა, რომ პენიტენციურ სამსახურთან, მინისტრის მოადგილე რომ ვიყავი და მაშინ საერთოდ ცალკე სამინისტრო არსებობდა, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სისტემაში არ იყო. ზოგადად თქვეს, რომ აი, რომ გავრცელდა ინფორმაცია და ამიტომ საჭირო იყო ამ შეკითხვებზე პასუხის მოსმენა, - ამბობა ჯანდიერი. 
ჯანდიერის ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ამბობს, რომ "ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში ადვოკატის გამოკითხვას განიზრახავს, ინტერესბეის დამცველი ყოველთვის გამოიყენებს კონფიდენციალურობის ნაწილს.

ამის შემდეგაც სახელმწიფოს ჰქონდეს მოლოდინი, რომ თუ ადვოკატს დაჰკითხავს, თუ ეს შეეხება მის იმუნიტეტს, ადვოკატი გამოიყენებს კონფიდენციალურობის ნაწილს. ამიტომ, ჩვენი ჩვენება იქნა ფიცის ქვეშ მიცემული და ერთი რამ მინდა, დავაფიქსირო: აბსოლუტურად ყველა ადვოკატი, როგორც დავით ჯანდიერის, ასევე ყველა სხვა დანარჩენი ადვოკატის გვერდით იდგება ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.  შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, დავით ჯანდიერი მოწმის სტატუსით გამოიკითხა. გამოცდილი იურისტი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც პროპაგანდისტული მედიით გავრცელდა ინფორმაცია,  რომლის მიხედვითაც თითქოს, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი ბაჩიაშვილსა და პენიტენციურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვიბლიანი კუბლაშვილი
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს მარიამ კუბლაშვილი დაიცავს

ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...

სამართალი 1784739600

სააკაშვილი გამჭვირვალობა
სრულიად სამარცხვინოდ, „გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...

პოლიტიკა 1784737800

ორნელა მუტი
ორნელა მუტი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გეგმავს

იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...

შოუბიზნესი 1784736682

ლალი მოროშკინა
"ვცდილობ, წმინდა ნინოს მოძღვრებას მივყვე" - მოროშკინამ თელავის ინციდენტში მონაწილე რუსულენოვან ტურისტებს უმასპინძლა

თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...

საზოგადოება 1784730536

უკრაინა სამხედრო ხელმძღვანელობა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი ჩაუდგება სათავეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1784726017

საქ ბანკი
Euromoney-ს გამოცემამ საქართველოს ბანკი ESG მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1784723688