რა მიზანი აქვს რუსულ კანონს - სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ CNN-თან

პოლიტიკა 1715710920

პოლიტიკა

"ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, რის შედეგადაც დღეს ვხედავთ თუ რა ხდება რუსეთში. ეს აქვს მთავარ მიზნად [აღნიშნულ კანონს]. და, რაც უფრო საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც არასდროს არ იცოდა ეს, არის ის, რომ ამ კანონისა და ამ რიტორიკის მეშვეობით ოფიციალური პირები ჩვენს წლების მანძილზე პარტნიორებს „უცხოურ ძალებს“ ეძახიან, რომლებსაც ქვეყნის დანგრევა სურთ. ისინი მათ, ჩვენს პარტნიორებს, „აგენტებს“ ეძახიან, რომლებსაც „აქ ახალი ომის პროვოცირება სურთ, როგორც უკრაინაში“ - ამას ამბობენ. და მოსახლეობამ აქ ძალიან კარგად იცის ეს ძველი რუსული და საბჭოური პროპაგანდისტული სვლები. ასე რომ, ის არ მუშაობს. ისინი ხედავენ თუ რა ხდება და ამას გააჩერებენ - აშკარად არა პარლამენტში, ვინაიდან ამ უმრავლესობის გადალახვის არანაირი გზა არ არსებობს. გუშინ, კომიტეტის მესამე მოსმენაზე კანონპროექტი ერთ წუთსა და შვიდ წამში იქნა დამტკიცებული - ეს არის იმის ჩვენების გზა, თუ რამდენად მონოლითური და რამდენად ერთიანი ეს ერთპარტიული მმართველობა. მაგრამ გვაქვს არჩევნები, გვაქვს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ არ არიან დახურულები ან რეპრესირებულები, გვყავს პარტნიორები, რომლებიც ძალიან ჩანან და ვხედავთ, რომ დღეს ბატონი ო’ბრაიენია თბილისში… რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან, ხვალ დილით ბალტიის 4 ქვეყნისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, და ა.შ. ასე რომ, მარტონი არ ვართ, მხარს გვიჭერენ და ბოლომდე მივალთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გუგეშაშვილი კიმბერლი
„ქოცების“ იმედი კიმბერლი ლოუ „მხედრიონის“ მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

ოცნების ამერიკელი მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ, მხედრიონის მეთაურ დოდო გუგეშაშვილს შეხვდა

საზოგადოება 1737902585

რუხაძე13
ირაკლი რუხაძის 6 ტყუილი „რადიო თავისუფლების“ პოდკასტში

21 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” მფლობელმა ირაკლი რუხაძემ რადიო თავისუფლების პოდკასტში ისაუბრა. პოდკასტიდან მონაკვეთები მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც გაავრცელეს. ინტერვიუს მიმდინარეობ...

პოლიტიკა 1737901830

აქცია წერეთლის პოლიციასთან
არა პოლიციურ რეჟიმს! ცეცხლი ოლიგარქიას! - მოქალაქეებმა წერეთლის პოლიციასთან აქცია გამართეს

 აქცია იყო ცოტა ხნის წინ  წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...

პოლიტიკა 1737901200

ლუკაშენკო
"არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე" - ლუკაშენკო ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობაზე დაითანხმეს

 ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...

მსოფლიო 1737899299

საწვავი
საწვავი გაძვირდა

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737894936

კობახიძე
„ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...

პოლიტიკა 1737891675