„რა შეამჩნია სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?!“- მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა 1709296304

მდინარაძე ზურაბიშვილი

პატრიარქი არის ადამიანი, რომლის ღვაწლი არის შეუფასებელი ქართული იდენტობის, ეკლესიის და ქართული საზოგადოების წინაშე. სუსტი კი არ უნდა ეძახო და მის შემცვლელზე კი არ უნდა ილაპარაკო, უნდა ვუსურვოთ, რომ კიდევ ძალიან დიდი ხანი იცოცხლოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პატრიარქთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.

მისი თქმით, პატრიარქი მხცოვანი ადამიანია, ძალიან ძლიერი და მისი სიძლიერე განსაკუთრებულად მის სულიერ სიძლიერეშია.

„პატრიარქს მხნეობა უნდა მისცეს ღმერთმა იმისათვის, რომ კიდევ დიდი ხანი იყოს ამ ქვეყნის სულიერი წინამძღვარი, ამის მაგივრად ეს ადამიანი [სალომე ზურაბიშვილი] აკეთებს უბინძურეს მინიშნებებს. უბინძურეს მინიშნებებს, რაღაც ევროპულობაზე. რა შეამჩნია არაევროპული? თუნდაც არათანამედროვე?! სად ნახა? ეს მინიშნება რაში დასჭირდა, ან რატომ დაიწყო მის სისუსტეზე ლაპარაკი, როდესაც ასეთი სულიერად ძლიერი და მხნე ადამიანი ბევრი არ გვინახავს და მეორე რა შეამჩნია ისეთი, რომ ახლა მის გამომცვლელზე უნდა ილაპარაკოს, თან პროევროპელ შემცვლელზე. რატომ კადრულობს ასეთ რაღაცას, მას ჰკითხეთ თავად, მე ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888