რა ტაქტიკას იყენებდა "ოცნება" ემიგრანტების ხმის ჩასახშობად - "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის განმარტება

პოლიტიკა 1730554768

ნინო დოლიძე

ორგანიზაცია  "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი  აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ემიგრანტების მიმართ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობის (voter suppression) ტაქტიკა გამოიყენა. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ ამ ტაქტიკის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება.

"როგორც უკვე აღინიშნა, ამ არჩევნებზე, ბევრი სხვადასხვა მეთოდი იქნა გამოყენებული არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის. რა მოხდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებთან დაკავშირებით.

არჩევნებში არსებობს ასეთი ტაქტიკა voter suppression, რაც გულისხმობს: ნებისმიერი სამართლებრივი ან სხვა ტიპის ღონისძიების გატარებას/არგატარებას, რომლის მიზანია კონკრეტული ამომრჩეველთა ჯგუფის მიერ ხმის მიცემის შემცირება. ქართულად ალბათ ამომრჩევლის ხმის უფლების ჩახშობა ეწოდება. ასეთი ტაქტიკის მიზანია უპირატესობის მოპოვება არჩევნებში, გარკვეული ჯგუფის ამომრჩეველთა აქტივობის შემცირებით. ეს მეთოდი არადემოკრატიული ტაქტიკების სიაშია და ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.

სწორედ ასეთ ტაქტიკასთან გვქონდა საქმე საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლების რეალიზების ნაწილში, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს.

1. წინასაარჩევნო პერიოდში - არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ცესკომ არ გახსნა დამატებითი საარჩევნო უბნების ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ და ითხოვდნენ უბნების გახსნას. შეგახსენებთ, რომ ორი სარჩელი გვქონდა ამასთან დაკავშირებით სასამართლოში, რომელიც აპელაციაშიც წავიღეთ. თუმცა, უშედეგოდ.

2. არჩევნების დღეს - ნაცვლად 5 რეგისტრატორისა, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში არ იყო საკმარისი რაოდენობის კომისიის წევრები/რეგისტრატორები  (დამკვირვებლებისგან მოწოდებული ინფორმაციით ზოგან იყო ერთი, ორი ან სამი რეგისტრატორი), რამაც გამოიწვია რიგები უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. უბნის შიდა და გარე ტერიტორიაზე საათობით იდგნენ რიგში ამომრჩევლები, რის გამოც უწევდათ უბნის დატოვება. მაგ. : სტოკჰოლმი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, რომი, ბარი, ლონდონი, სალონიკი, ვარშავა, ნიუ-იორკი 1, ნიუ-იორკი 2, სან-ფრანცისკო, ვენა, ბრატისლავა,

სხვა პრობლემებიც ვიხილეთ საზღვარგარეთის უბნებზე, თუმცა ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. უღრმესი მადლობა ჩვენს დამკვირვებლებს საზღვარგარეთ!"- წერს ნინო დოლიძე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქეთი მელუა
„უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე, ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში“ - ქეთი მელუა

ომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა "ინ­სტაგ­რამ­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“ მისი თქმით...

სოცმედია 1733997248

ლენტიი
განზრახ მკვლელობა მეტროსადგურში - მოქალაქეს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქეს ბრალი წარედგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გ...

კრიმინალი 1733996810

ზაზა ოქუაშვილი
რას პასუხობს ზაზა ოქუაშვილი გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ, აცხადებს:    „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გ...

პოლიტიკა 1733996741

ნანუკა ოქუაშვილი
„ჩვენს გადაკიდებას, ბატონო ზაზა, გირჩევნიათ ისევ ბიძინა გერჩოდეთ… „მთავარი“ არ დაიხურება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები!“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, „მთავარი არხი“ დახუროს, ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ს...

სოცმედია 1733996664

ნინო კვიტაიშვილი
"ასობით ადამიანი წარსდგა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინაშე, მე ერთ-ერთი ვარ მათ შორის" - ნინო კვიტაიშვილი

 17 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის საქმეზე 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა განიხილავს, რომლის აცილების შუამდგომლობაც ადვოკატებმა ტექნიკური შესვენები...

პოლიტიკა 1733996595

ოქრიაშვილი
"ყაველაშვილი არის დე ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, საქართველოს წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები" - კახა ოქრიაშვილი

ახლოვდება დე-ფაქტო, არალეგიტიმური „საპრეზიდენტო არჩევნები“ და მინდა, მოკლედ გამოვხატო ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. საქართველოში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი არის...

პოლიტიკა 1733996477