„რა თქმა უნდა, ექნებათ მცდელობა, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, შესაბამისი სამსახურები ამის შესაძლებლობას არავის მისცემენ“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1756904683
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. ეს ყველაფერი იმართება გარედან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ის ოპოზიციის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კახა კალაძემ გუშინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ცეცხლსასროლი ირაღით გადაადგილდებოდა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ფაქტია და ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა.
„ბოლო წლების განმავლობაში ამ ძალებს რა სურვილიც ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალების, რევოლუციის მოწყობის, დღესაც აქვთ. თანხები შემოდის ქვეყნის გარედან და იხარჯება საზოგადოების დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივების მცდელობისთვის, მაგრამ ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან და ძალიან მაღალ დონეზე მუშაობენ. ვინც გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და ყველა მსგავსი ადამიანი დაისჯება.
რაც შეეხება უშუალოდ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სურვილი და მცდელობები ექნებათ, რომ როგორმე გაამწვავონ სიტუაცია, თუმცა, არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოაწყოს დაპირისპირება, სახელმწიფო გადატრიალება ან რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინოს. აღნიშნული ფაქტი ძალიან მძიმეა. ისე არიან გაბოროტებულები და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომ ყველას სიფრთხილე მართებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...
მსოფლიო • 1771158474
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...
საზოგადოება • 1771157003
"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...
პოლიტიკა • 1771156925
მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...
საზოგადოება • 1771154696
ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...
მსოფლიო • 1771147903
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
კრიმინალი • 1771147335












