რა წერია საქართველოზე - ევროკომისიის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდა

პოლიტიკა 1762262653

საქართველო-ევროკავშირი

ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნებულია - დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

 

ხელისუფლების მოქმედებები ვერ პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ევროკავშირს აქვს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. დაფიქსირდა სერიოზული უკუსვლა ძირითად მიმართულებებში, მიღებულ იქნა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს; მოხდა სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია; ადგილი აქვს ოპოზიციის ლიდერების დევნას, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავებას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას. კონტროლისა და ბალანსების მექანიზმების და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის ეროზიამ, პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება.

2024 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაეგრძელებინა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება - ცალსახად დაადასტურა მათი დაშორება წინა მთავრობების პოლიტიკისგან, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციაში ჩამოწერილი ვალდებულებისგან, უზრუნველყოს ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, ვნითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში მოხვდა, ის ანტიერევოპულ დეზინფორმაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებდა.

 

ევროკომისია თვლის, რომ ივანიშვილის გუნდს არ გამოუჩენია არანაირი პოლიტიკური ნება, განეხორციელებინა შესაბამისი რეფორმები.

საქართველოს ხელისუფლების ამგვარმა ქცევამ დააზიანა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები და ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა გაფართოების პროცესს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის ამ კურსს, კომისია, საბჭოსთან შეთანხმებით, ამცირებს მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს, აჩერებს ორმხრივ დახმარებას, რომელიც პირდაპირ სარგებელს აძლევდა საქართველოს ხელისუფლებას, და აძლიერებს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი.

2025 წლის იანვარში, კომისიის წინადადების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს ვიზების გამარტივების შეთანხმების ნაწილობრივი შეჩერებისა და დიპლომატიური და სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შეჩერების შესახებ.

საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს დემოკრატიული უკუსვლა და გადადგას ყოვლისმომცველი და პრაქტიკული ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ძირითადი რეფორმების გასატარებლად.

გათვალისწინებით 2024 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს დასკვნებისა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ფაქტობრივად შეაჩერა წინასწარი გაწევრიანების პროცესი, და იმის ფონზე, რომ ქვეყანაში მას შემდეგაც გრძელდება ძირითადი მიმართულებებით უკუსვლა, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე პოლიტიკური ნება კურსის შესაცვლელად და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად“, - წერია ანგარიშში.     

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხიდაშელი
„ივანიშვილი მძიმედ დაასრულებს, თავის რამდენიმე მინიონთან ერთად, „ოცნება“ კი გაქრება“ - თინა ხიდაშელი

ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან - ამის შესახებ თავდავის ექსმინი...

პოლიტიკა 1768968659

ამბასადორი გოდერძი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა

საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით,  სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1768968017

ტრამპი პუტინი
„პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას” - ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანზე

“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...

მსოფლიო 1768967629

ტრამპი
"თუ მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" - ტრამპი მაკრონზე

"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...

მსოფლიო 1768967470

ტრამპი
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" - ტრამპი

 "ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე

მსოფლიო 1768967082

ცისკარიშვილი
„ნაძირალა, ჭორიკანა ხიდაშელის ქალმა საიდან მოიტანა ეს ამბავი” – პეტრე ცისკარიშვილი

ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...

სოცმედია 1768966842