`რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი წერილი საპატიმროდან
პოლიტიკა • 1750092525
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება:
“აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს დაფიქსირებული იმ ე.წ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც რეჟიმი ოქტომბერში გეგმავს.ჩემთვის პრინციპული საკითხია ტყუილში მონაწილეობაზე უარის თქმა. ნებისმიერ ტყუილში. რადგან რეჟიმი დგას ტყუილზე. თითოეული მოქალაქის, და პირველ რიგში, პოლოტიკოსების მხრიდან უარი ტყუილში მონაწილეობაზე (და უკვე შემდეგ გამბედაობა, რომ სიმართლე ხმამაღლა იყვირო) არის არა უბრალოდ მნიშვნელოვანი, არამედ ერთადერთი სწორი სტრატეგია გამარჯვებისთვის.მაგრამ ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს (შეიძლება ვერ ვხსნი გასაგებად), ამიტომ აქ სხვა რაღაცებს დავწერ.1. ამოცანა არაა კამათი მოვიგოთ და უფრო მაგარი გამოვჩნდეთ. ამოცანაა – რეჟიმი დავამარცხოთ.ნებისმიერი მცდელობა მამუკა ხაზარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენების, იმის პირდაპირ თუ ირიბად მითითებით, თითქოს შანსი იყოს რომ ივანიშვილს გაურიგდა, რადგან დისკუსიას ითხოვს ამ ე.წ არჩევნების საკითხზე, არის კონტრპროდუქტიული.იგივე ლოგიკით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინც ამას აკეთებს, ის არის გარიგებული, რადგან ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია მგონია პრინციპული. შევეშვათ ამ მარაზმს, სირცხვილია.2. არანაირ დედაქალაქს ან დიდ ქალაქებს რეჟიმი არ დათმობს. ეს არის ზღაპარი.აქ მილიონი არგუმენტის დაწერა შეიძლება, მაგრა მთავარი კითხვა არის – რა ხდება, თუ რეჟიმი აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა 26 ოქტომბერს და წერს იმ რიცხვებს, რა რიცხვებიც უნდა?სანამ ამ კითხვაზე არ გვექნება შეთანხმებული პასუხი, მანამდე ხალხს არჩევნებზე ვერ დავუძახებთ, იმიტომ, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვით, იქნება ტყუილი და ეს ხალხმაც იცის.3. შედარება 2003 და/ან 2012 წელთან, როდესაც ხალხის დიდი რაოდენობის მობილიზაციით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების ცვლილება – არარელევანტურია.არც 2003ში და არც 2012ში ხელისუფლებაში რუსები არ იყვნენ. ორივე ეგ ხელისუფლება სენსიტიური იყო დემოკრატიული დასავლეთისგან მომავალი კრიტიკისადმი და არცერთი არ იყო ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იმაზე წამსვლელი, რაზეც ეს რეჟიმი უკვე მიდის ან აწი წავა. ანუ გამოდის რომ, ამ რეჟიმის რეალურ ბუნებაზე ვერ ვთანხმდებით?4. სამოქალაქო სექტორი ხელოვნურ სუნთქვაზეა.მედია მოახრჩეს. გამოხატვის თავისუფლებას კლავენ. ოპო პარტიებს გუდავენ. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მათ ხელში და ხელით მართვაზეა. საარჩევნო დავები მურუსიძესთან მიდის. საარჩევნო პროცესზე დაკვირვება აკრძალეს. ტიტუშკების და ბოტების არმიები ჰყავთ მობილიზებული. გისაფრდებიან, გცემენ, გიტაცებენ, გიჭერენ და მეორე მხარეს, სრული დაუსჯელობაა. არსებობს ზღვარი, რომლის იქეთაც ასეთ პროცესში მონაწილეობის არ მიღება უბრალოდ პრაგმატულად სწორი კი არა, არამედ თავმოყვარეობის საკითხი ხდება.რომ დაგვავალდებულონ კლოუნის წითელი ცხვირებით იარეთ, თორემ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოგხსნითო, უნდა ვიაროთ? სად გადის ეს ზღვარი?– შსს/პროკურატურაში დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას– წულუკიანთან დაბარებულზე არ მივდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას– მანდატებზე ვამბობთ უარს, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობას– სასამართლო დარბაზიდან გავდივართ, რადგან ცირკში არ ვიღებთ მონაწილეობასმაგრამ ე.წ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ? ეგ არ არის ცირკი?აკრობატულ ნომერს არ შევასრულებ, რადგან ეს ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ცეცხლწაკიდებულ რგოლში თავით გავძვრები და ჰოპს დავიძახებ, გაუგებარია.თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია. თუ ცირკია, ყველგან ცირკია.რეჟიმის მიზანია, გვაქციოს კლოუნებად. არათანმიმდევრულობა ეხმარება მათ ამ საქმეში.5. აბა რა ვქნათ?მე აქედან ჭკუის სწავლებას არ დავიწყებ. მეორე პუნქტში რა კითხვაც დავწერე, იმ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. და მაგ კითხვაზე პასუხი მხოლოდ ყველას ერთად შეგვიძლია გავცეთ. ოღონდ ჯერ ერთად უნდა დავსხდეთ და მაგაზე ლაპარაკი დავიწყოთ.მანამდე კი, ეს ე.წ არჩევნები ამ ოქტომბერში რომ არ ყოფილიყო და 2027წლის ოქტომბერში რომ ყოფილიყო, მაშინ რას ვაკეთებდით? ვჩერდებოდით? ვიღუპებოდით?აი, რასაც მაშინ გავაკეთებდით, ეგ გავაკეთოთ.”| ზურაბ გირჩი ჯაფარიძესაკანი N220“
ნატა ვიბლიანის საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირის ინტერესებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კუბლაშვილის საადვოკატო ბიურო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საადვოკატ...
სამართალი • 1784739600
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა ანგარიშს ეხმაურება, რომლის სიაშიც არასამთავრობო ორგანიზა...
პოლიტიკა • 1784737800
იტალიელმა მომღერალმა ნაიკე რიველიმ, მსახიობ ორნელა მუტის ქალიშვილმა, „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ის და დედამისი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აპირებენ. რიველის თქმით, ის და მუტი რუსეთის მოქალაქეობაზე...
შოუბიზნესი • 1784736682
თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის შემდეგ, რუსულენოვან ტურისტებს სიღნაღში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ლალი მოროშკინამ უმასპინძლა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავ...
საზოგადოება • 1784730536
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი გენერალ-მაიორი იგორ სკიბიუკი გახდება — ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მას „ძალიან გამოცდილი სამ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784726017
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ საქართველოს ბანკი ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) მიმართულებით საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. Euromoney Awards for Excellence მს...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784723688











