"რამდენიმე გამოწვევაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოდგომა იქცეს მწვავე, გონივრული, უკომპრომისო და გამარჯვებამდე ბრძოლის ნიმუშად" - ბაჩუკი ქარდავა

პოლიტიკა 1660481583    290

ბაჩუკი ქარდავა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ნებაყოფლობითი მონობა - არ ვიცი რამდენად თავსებადია ეს ორი სიტყვა, მაგრამ ფაქტია ამგვარი უკუღმართი რამ არსებობდა ყველგან, ყველა დროში და სამწუხაროდ, ჭარბად არის გავრცელებული დღეს, 21 საუკუნის საქართველოში!

ერს რომელსაც განათლების დამადასტურებელი ქაღალდის სიმრავლით ბადალი არ ჰყავს, ჯერ კიდევ შიშობს უარესზე, და სტუმარ-მასპინძლის ტრადიციით თავმოწონებული, ვაჟა რომ ალპინისტი ჰგონია, კუდის ქიცინით შესციცინებს თვალებში თავისი ქალაქის ქუჩებში მომრავლებულ დამპყრობელს, რომელიც სულ უფრო და უფრო თამამდება და ალბათ შემოდგომაზე მთლად შინაური და თავხედი იქნება! არა და შემოდგომა ევროპული არჩევანისთვის, შესაბამისად თავისუფლებისთვის, ისევ გადამწყვეტი ბრძოლის კულმინაცია უნდა იყოს! არც დრო და არს სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს!

რამდენიმე გამოწვევაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. გამოვყოფ სამ ძირითადს, იმ იმედით რომ ეჭვი არ შემაქვს ჩვენს, პოლიტიკური ოპოზიციის მზაობაში. შემოდგომა იქცეს მწვავე, გონივრული, უკომპრომისო და გამარჯვებამდე ბრძოლის ნიმუშად:

- ნებაყოფლობითი მონობის სინდრომი - თუმცა გადამწყვეტ მომენტში, ქართული სიამაყე და რაც არ უნდა არასასურველი იყოს, უკიდურესობებისკენ მიდრეკილება, ასევე გენეტიკური მეხსიერება თავისას შვრება და ვახერხებთ კარგის და ცუდის განსხვავებას, რაც მთავარია, მათ შორის არჩევანის გაკეთებას, და გაბრაზებას! აქ პოლიტიკურზე მეტად, საზოგადოებრივი აზრის ლიდერების აქტიურობა ფასდაუდებელია!

- გარდაუვალი კეთილდღეობის და ბედნიერების რწმენის დეფიციტი ევროპულ არჩევანში, თავისუფლებაში, როგორც ეროვნულ, ასევე პიროვნულ დონეზე - ამის დაძლევის ერთადერთი საშუალება პროპაგანდაა, მიუხედავად მედიის დევნისა, სანამ კიდევ დროა და ეს რესურსი არსებობს, უნდა მოხერხდეს ფორსირებულად და არგუმენტებით, იმ მარტივი ჭეშმარიტების დამკვიდრება, რომ ევროპა ეს არის ნაკლები პრობლემები პირად ცხოვრებაში და ყოფით დონეზე, რეალური კეთილდღეობა და სიკეთეს მისი და მისი ოჯახისთვის!

- და მესამე, სტუმრად მოვლენილი მტრის პროვოკაციები, რომელიც ზომიერებით უნდა განეიტრალდეს, ამ შემთხვევაში ისევე უადგილოა ზედმეტი ჩხიკინი, როგორც კუდის ქიცინი. მესმის რომ სახელმწიფოს მართავს ხუილო, მაგრამ საზღვრებზე კონტროლის და საეჭვო მიგრაციაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და შესაბამისად აგრესიაც და დარტყმებიც იქით უნდა მივმართოთ და ეს ფაქტორიც სწორედ შემოდგომის პოლიტიკური დღის წესრიგის ჩარჩოში მოვაქციოთ!" - წერს ქარდავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კუპრავა
"ჰო, 25 ათასამდე მაქვს ჯარიმა+ყადაღა და პატიმრობების რაოდენობას კალკულატორის გარეშე ვერ დავთვლი" - რას წერს ზვიად კუპრავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს. „ქონება შემოსავლები გავასაჯაროვოთო და საფიქრალში ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო. 1 წელია ბაჩო თამლიანის მანქანით დავდივარ და ვცხოვრობ დე...

სოცმედია 1664308268

ასტროპროგნოზი
28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი შემოსავალი თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სამსახურში საინტერესო დავალებას მიიღებთ, რაც განვითარების კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. გამორიცხული არ არის სამოგზაუროდ წახვიდეთ და ახალ...

ეს საინტერესოა 1664307341

ოკუპაცია
ოკუპანტების მიერ, სოფელ ჯარიაშენიდან გატაცებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სუს-ის ინფორმაციით, უკანონოდ დაკ...

პოლიტიკა 1664307183

ნანა გეგეჭკორი
დუმილით გაცემული თანხმობისთვის დაიმსახურეს ჯოჯოხეთი... ორმაგი გრძნობით ვადევნებ თვალს ლარსის საბაჟოს... - ნანა გეგეჭკორის ემოციურ პოსტი

 აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „წლები გავიდა და მაინც არ გახუნდა კადრი, ტრაქტორის ძარაზე შემოსმული 95 წლის დიდი ბებიასი, პარკში სახელდახელოდ ჩა...

სოცმედია 1664306912

არჩილ გამზარდია
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ოკუპირებულია 100%-ით“ - რას წერს არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მალე საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი, შესაძლოა რამდენიმე ხანში ცუდად შემოგვიტრიალდეს. „ცოტა უტრირებულად გამომდის, მაგრამ შ...

სოცმედია 1664306640

აქცია
პარლამენტთან საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან საქართველოს და უკრაინის მთლიანობისა და თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას,...

პოლიტიკა 1664306166