რას წერს ზელენსკი საქართველოზე

პოლიტიკა 1779194637

კობახიძე ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისაუბრა. მისი განცხადებით, საკითხი განიხილა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან, რომელიც 15 მაისს კიშინიოვში „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს  მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და თანამშრომლობის განვითარებას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად არის ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.

 

ანდრიი სიბიჰასთან ერთად განვაახლეთ ჩვენი ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები მაისისა და ივნისისთვის. გუნდურ დონეზე, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დიალოგს უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან და არსებობს ურთიერთობების კონსტრუქციული გადატვირთვის პერსპექტივები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ემზადებიან უნგრეთთან ორმხრივი კონსულტაციების ფორმატისთვის - მე შედეგებს ვენდობი.

მინისტრთან ასევე განვიხილეთ ჩვენი სამუშაო ევროპულ ინსტიტუტებთან, რათა გაიხსნას კლასტერები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში - უკრაინამ გადადგა საჭირო ნაბიჯები და მნიშვნელოვანია, რომ პროცესებისთვის ზუსტი ვადები იყოს განსაზღვრული.

ანდრიი სიბიჰამ ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების ნორმალიზებას და თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების საფუძველზე და მზად ვართ გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით.

განისაზღვრა ცალკეული ამოცანები რუსეთის ომის დასრულების მოლაპარაკებებთან და ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით ამ პროცესში - ჯერჯერობით ეს ამოცანები საჯარო არ არის. ჩვენ ველით, რომ ევროპა იქნება ძლიერი და ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ პანევროპული პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება, ისევე როგორც უკრაინის. დიდება უკრაინას!, - წერს ზელენსკი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058