პოლიტიკა • 1700197285 488
"დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის... რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ", - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუსას გააკეთა.
"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის," - აცხადებს ზურაბიშვილი.
ივანიშვილის საუბრისას პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ "ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა." შესაბამისად, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ რიგებშია, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს უჭერს მხარს და კრემლის მარცხი არ წარმოუდგენია.
პრორუს ოლიგარქზე საუბრისას ზურაბიშვილი ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გავლენებზეც საუბრობს და მაგალითად თავისივე იმპიჩმენტის საკითხი მოჰყავს. მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ოცნებას" ივანიშვილმა უკარნახა.
"ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის [ივანიშვილის] გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისათვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე," - ამბობს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი იმასაც აცხადებს, რომ იგი ივანიშვილის გავლენის ქვეშ, ოცნების სხვა წევრებისგან განსხვავებით, არაა და სწორედ ამაში "ადანაშაულებს" ოლიგარქი პრეზიდენტს.
"რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ისაა, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც "ქართული ოცნების" წევრი მმართველები," - ამბობს ზურაბიშვილი. მიუხედავად ამისა, ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, როდესაც, მისივე თქმით, პროევროპელი კანდიდატი პრეზიდენტად მოიყვანა.
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება